“32. მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“32. მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან
32.
მონანიება და ეკლესიის წევრობის საბჭოები
32.0
შესავალი
ყველაზე მეტად მონანიება ხდება პიროვნების, ღმერთისა და მათ შორის, ვინც ადამიანის ცოდვების გამო დაზარალდნენ. თუმცა ზოგჯერ ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს უწევს, დაეხმაროს ეკლესიის წევრებს მონანიების მცდელობებში.
ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები სიყვარულითა და მზრუნველობით ეხმარებიან წევრებს. ისინი ბაძავენ მხსნელის მაგალითს, რომელიც აღამაღლებდა ადამიანებს და ეხმარებოდა მათ, ზურგი შეექციათ ცოდვისთვის და ღმერთისკენ შებრუნებულიყვნენ (იხ. მათე 9;10-13; იოანე 8:3-11).
32.1
მონანიება და მიტევება
თავისი მოწყალების გეგმის განსახორციელებლად მამაზეციერმა გამოაგზავნა საკუთარი მხოლოდშობილი ძე, იესო ქრისტე, რათა მას ჩვენი ცოდვები გამოესყიდა (იხ. ალმა 42:15). იესომ აიტანა სასჯელი, რომელსაც სამართლიანობის კანონი მოითხოვს ჩვენი ცოდვების გამო (იხ. მოძღვრება და აღთქმები 19:15-19; იხ. ასევე ალმა 42:24-25). ამ მსხვერპლის წყალობით როგორც მამამ, ისე შვილმა გამოავლინეს უსასრულო სიყვარული ჩვენ მიმართ (იხ. იოანე 3:16).
როცა ჩვენ ვავლენთ „რწმენა[ს] მოსანანიებლად“, მამაზეციერი მოგვიტევებს და იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით გვიბოძებს წყალობას (ალმა 34:15; იხ. ასევე ალმა 42:13). როცა განვიწმინდებით და მიტევებას მივიღებთ, ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ღვთის სასუფევვლის დამკვიდრებას (იხ. ესაია 1:18; მოძღვრება და აღთქმები 58:42).
მონანიება გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე საქციელის შეცვლა. ეს არის ცოდვისთვის ზურგის შექცევა და მამასა და იესო ქრისტესკენ შემობრუნება. ამას კი გულისა და გონების შეცვლამდე მივყავართ (იხ. მოსია 5:2; ალმა 5:12-14; ჰელამანი 15:7). მონანიების მეშვეობით ჩვენ ახალ ადამიანებად ვიქცევით და შევურიგდებით ღმერთს (იხ. 2 კორინთელთა 5:17-18; მოსია 27:25-26).
მონანიების საშუალება არის მამაზეციერის ერთ-ერთი უდიდესი დალოცვა, რომელიც მისი ძის ძღვენის მეშვეობით გვებოძა.
32.2
ეკლესიის წევრობის შეზღუდვის ან წევრობიდან გარიცხვის მიზნები
თუ წევრი მძიმე ცოდვას ჩაიდენს, ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მონანიებაში ეხმარება მას. შესაძლოა მან დროებით შეუზღუდოს წევრს ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგია და ეს მონანიების პროცესის ნაწილი იქნება. ზოგიერთ სიტუაციაში შესაძლოა მას დასჭირდეს პიროვნებისთვის წევრობის შეჩერება.
წევრობის შეჩერება ან წევრობიდან გარიცხვა სულაც არ ნიშნავს დასჯას. ამ ზომების მიღება ზოგჯერ საჭიროა იმისთვის, რომ დავეხმაროთ პიროვნებას მონანიებასა და გულის შეცვლაში. ამით პიროვნებას ეძლევა დრო, სულიერად მოემზადოს აღთქმის თავიდან დადებისთვის და მისი დაცვისთვის.
წევრობის შეზღუდვის ან წევრობიდან გარიცხვის სამი მიზანია:
32.2.1
სხვების დაცვა
პირველი მიზანია სხვების დაცვა. ზოგჯერ ადამიანი სხვებისთვის ფიზიკურ ან სულიერ საფრთხეს წარმოადგენს. ეს შეიძლება შემდეგნაირად ხდებოდეს: მტაცებლური ქცევა, ფიზიკური ზიანი, სექსუალური ძალადობა,ნარკოტიკული ნივთიერების ბოროტად გამოყენება, თაღლითობა და განდგომა. ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი მოქმედებს შთაგონებით, რათა დაიცვას სხვები მათგან, ვინც ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმე ტიპის საშიშროებას წარმოადგენს (იხ. ალმა 5;59-60).
32.2.2
დაეხმარეთ პიროვნებას, მონანიების მეშვეობით მიიღოს იესო ქრისტეს გამოსყიდვის ძალა
მეორე მიზანია დაეხმაროს პიროვნებას, მონანიების მეშვეობით მიიღოს წვდომა იესო ქრისტეს გამომსყიდველ ძალაზე. ამ პროცესის წყალობით ის კვლავ შეძლებს, გახდეს სუფთა და ღირსი ღვთის ყოველი დალოცვის მიღებისა.
32.2.3
ეკლესიის მთლიანობის დაცვა
მესამე მიზანია ეკლესიის მთლიანობის დაცვა პიროვნების ეკლესიის წევრობის შეჩერება ან წევრობიდან გარიცხვა შესაძლებელია გახდეს აუცილებელი, თუ იგი მნიშვნელოვნად აზიანებს ეკლესიას (იხ. ალმა 39:11). ეკლესიის მთლიანობა დაცულია არა სერიოზული ცოდვების დამალვით ან შემცირებით, არამედ მათზე რეაგირებით.
32.3
ისრაელის მოსამართლის როლი
პალოს პრეზიდენტებსა და ეპისკოპოსებს მოიხმობენ და ხელდასხმით ნიშნავენ, იყვნენ „მოსამართლე ისრაელში“ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 107:72–74). ისინი ფლობენ მღვდლობის გასაღებებს და წარადგენენ უფალს, როცა ეხმარებიან ეკლესიის წევრებს მონანიებაში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 107:16–18).
ხშირად ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები პირადი რჩევის მიცემით ეხმარებიან წევრებს მონანიებაში. ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგიის არაოფიციალურ დროებით შეზღუდვას.
ზოგიერთი მძიმე ცოდვის შემთხვევაში ხელმძღვანელები წევრობის საბჭოს ჩატარებით ეხმარებიან წევრს მონანიებაში (იხ. 32.6). ეს დახმარება შეიძლება მოიცავდეს ეკლესიის წევრობის ზოგიერთი პრივილეგიის არაოფიციალურ შეზღუდვას ან წევრობის დროებით შეჩერებას.
ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები სიყვარულითა და მზრუნველობით ეხმარებიან წევრებს მონანიებაში. მხსნელის ურთიერთობა მრუშობაში მხილებულ ქალთან არის საქციელის სანიმუშო მაგალითი (იხ. იოანე 8:3-11). მიუხედავად იმისა, რომ მას არ უთქვამს მისთვის, რომ ცოდვები მიეტევა, მას არც განუკითხავს იგი. მან უბრალოდ უთხრა: „ნუღარ შესცოდავ“ ანუ მოინანიე და შეცვალე ცხოვრება.
ეს ხელმძღვანელები ასწავლიან, რომ „სიხარული იქნება ზეცაში ერთი ცოდვილის გამო, რომელმაც მოინანია“ (ლუკა 15:7). ისინი მოქმედებენ მოთმინებით, გამოხატავენ მხარდაჭერას და პოზიტიურ განწყობას. ისინი აძლევენ იმედს. ისინი ასწავლიან და მოწმობენ, რომ მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლის გამო ყველას შეუძლია მოინანიოს და გახდეს სუფთა.
ეპისკოპოსები და პალოს პრეზიდენტები ეძიებენ სულიწმინდის მითითებებს რათა გაიგონ, როგორ დაეხმარონ ყოველ ადამიანს მონანიებაში. მხოლოდ ყველაზე მძიმე ცოდვებთან დაკავშირებით ეკლესიას გააჩნია გარკვეული მოქმედებების სტანდარტი ხელმძღვანელებისთვის (იხ. 32.6). არ არსებობს ორი ერთნაირი სიტუაცია. ხელმძღვანელების მიერ მიცემული რჩევა და მონანიების პროცესი, რომელსაც ისინი ხელს უწყობენ, უნდა იყოს შთამაგონებელი და სავარაუდოდ ყოველი ადამიანისთვის განსხვავებული.
32.4
ცოდვის აღიარება, კონფიდენციალურობა და სამთავრობო ორგანოებისთვის ანგარიშის ჩაბარება
32.4.1
ცოდვის აღიარება
მონანიება მოითხოვს მამაზეციერთან ცოდვების აღიარებას. იესო ქრისტემ თქვა: „ამგვარად შეძლებთ გაიგოთ, თუ ადამიანი საკუთარ ცოდვებს მოინანიებს – აჰა, იგი აღიარებს მათ და მიატოვებს“ (მოძღვრება და აღთქმები 58:43; იხ. ასევე მოსია 26:29).
როცა ეკლესიის წევრები მძიმე ცოდვებს სჩადიან, მათი მონანიების ნაწილია ეპისკოპოოსთან ან პალოს პრეზიდენტთან ცოდვის აღიარება. შემდეგ ის შეძლებს წევრებისთვის მონანიების სახარების გასაღებების გამოყენებას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 13:1; 84:26-27; 107:18, 20). ეს ეხმარება მათ, მხსნელის გამომსყიდველი მსხვერპლის მეშვეობით განიკურნონ და დაბრუნდნენ სახარების გზაზე.
აღიარების მიზანია შეაგულიანოს წევრი, მოიცილოს მძიმე ტვირთი, რათა სრულად შეძლოს ეძიოს უფლის დახმარება შეცვლისა და განკურნების პროცესში. ცოდვის აღიარება ხელს უწყობს „მოდრეკილი გულისა და მომნანიებელი სულის“ განვითარებას (2 ნეფი 2:7). ნებაყოფლობითი ცოდვის აღიარება არის მაჩვენებელი იმისა, რომ პიროვნებას მონანიება სურს.
ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი, წევრის მიერ ცოდვის აღიარების შემდეგ, ხელმძღვანელობს 32.8 -ში განმარტებული რჩევის მიცემის ინსტრუქციით. იგი ლოცვით ეძიებს მითითებებს ისეთი გარემოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს წევრის მონანიებას. იგი განიხილავს, არის თუ არა საჭირო წევრობის საბჭოს შექმნა. თუ ეკლესიის პოლიტიკა მოითხოვს წევრობის საბჭოს, მან უნდა აუხსნას ეს (იხ. 32.6).
შესაძლოა წევრი ცუდად მოექცა მეუღლეს ან სხვა ზრდასრულ ადამიანს. ამ შემთხვევაში მონანიების ნაწილია ამ პიროვნებასთან დანაშაულის აღიარება და პატიების თხოვნა. ახალგაზრდის მიერ სერიოზული ცოდვის ჩადენისას მას აგულიანებენ, გაესაუბროს მშობლებს.
32.4.4
კონფიდენციალურობა
ეპისკოპოსებს, პალოს პრეზიდენტებსა და მათ მრჩევლებს აკისრიათ წმინდა ვალდებულება - დაიცვან მათთვის განდობილი ნებისმიერი ინფორმაციის კონფიდენციალურობა. ეს არის გასაუბრების, რჩევის მიცემისა და ცოდვის აღიარების დროს მიღებული ინფორმაცია. კონფიდენციალურობის მსგავსი ვალდებულება ეხება წევრობის საბჭოების ყველა მონაწილეს. კონფიდენციალურობა აუცილებელია, რადგან თუ წევრები არ იქნებიან დარწმუნებულები კონფიდენციალურობაში, ისინი სავარაუდოდ არ ისურვებენ ცოდვების აღიარებას ან რჩევის მიღებას. კონფიდენციალურობის დარღვევა იწვევს ხელმძანელის მიმართ წევრის უნდობლობას.
კონფიდენციალურობის მოვალეობის შესაბამისად ეპისკოპოსს, პალოს პრეზიდენტს ან მათ მრჩევლებს შეუძლიათ ასეთი ინფორმაციის გაზიარება მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
-
მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია წევრის პალოს პრეზიდენტთან, მისიის პრეზიდენტთან ან ეპისკოპოსთან, წევრობის საბჭოს გამართვის ან მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ.
-
ადამიანი გადადის ახალ მეურვეობაში (ან სამღვდელოების ხელმძღვანელი გაანთავისუფლეს) მაშინ, როცა წევრობის საკითხი ან სხვა სერიოზული პრობლემები ჯერ არ მოგვარებულა.
-
ეპისკოპოსი ან პალოს პრეზიდენტი შეიტყობს, რომ ეკლესიის წევრი, რომელიც ცხოვრობს მეურვეობის ან პალოს ფარგლებს მიღმა, შესაძლოა მძიმე ცოდვის მონაწილე იყო.
-
საჭიროა ინფორმაციის გამხელა წევრობის საბჭოზე.
-
წევრი თავად აძლევს ნებართვას ხელმძღვანელს კონკრეტული პირებისთვის ინფორმაციის გაზიარების შესახებ.
-
შესაძლოა საჭირო გახდეს წევრთა საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ შეზღუდული ინფორმაციის გაზიარება.
ეკლესია, ხელმძღვანელების მიერ კანონის ფარგლებში სხვა წევრების დაცვის მიზნით, უზრუნველყოფს პროფესიონალების დახმარებას. ამ მითითებების მისაღებად ხელმძღვანელები (სადაც ეს შესაძლებელია) უმალვე უკავშირდებიან ეკლესიის ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ დახმარების ხაზს (იხ. 38.6.2.1). იქ, სადაც ამის საშუალება არ არის, პალოს პრეზიდენტი უკავშირდება რეგიონის იურიდიულ მრჩეველს რეგიონალურ ოფისში.
მხოლოდ ერთ სიტუაციაში შეუძლია ეპისკოპოსს ან პალოს პრეზიდენტს კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟღერება მსგავსი მითითებების მოძიების გარეშე: როდესაც ინფორმაციის გაჟღერება აუცილებელია სიცოცხლისთვის საშიში ზიანის მიყენების ან სერიოზული დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, როცა მითითებების მოძიების დრო არ არის. ასეთ შემთხვევაში სხვების დაცვის ვალდებულება კონფიდენციალურობაზე მეტად მნიშვნელოვანია. ხელმძღვანელები დაუყოვნებლივ უნდა დაუკავშირდნენ სამოქალაქო ხელისუფლებას.
32.6
ცოდვის სიმძიმე და ეკლესიის პოლიტიკა
ცოდვის სიმძიმე მნიშვნელოვანი საკითხია იმ გარემოს განსაზღვრისას, რომელიც (1) დაეხმარება სხვების დაცვაში და (2) დაეხმარება ადამიანს მონანიებაში. უფალმა თქვა: „ვერ შევხედავ ცოდვას ვერანაირი შემწყნარებლობით“ (მოძღვრება და აღთქმები 1:31; იხ. ასევე მოსია 26:29). მისი მრჩევლები არ უნდა უგულებელყოფდნენ მძიმე ცოდვის მტკიცებულებას.
მძიმე ცოდვა არის განზრახ ჩადენილი მთავარი დანაშაული ღვთის კანონების წინააღმდეგ. ქვემოთ ჩამოთვლილია მძიმე ცოდვების კატეგორიები.
-
ძალადობრივი ქმედებები და შეურაცხყოფა
-
სექსუალური ამორალურობა
-
თაღლითური ქმედებები
-
ნდობის დარღვევა
-
რომელიმე სხვა ქმედებები
როდის არის საჭირო ან შესაძლებელია საჭირო გახდეს წევრობის საბჭო
|
ცოდვის ტიპები |
საჭიროა წევრობის საბჭო |
შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო |
|---|---|---|
ცოდვის ტიპები ძალადობრივი ქმედებები და შეურაცხყოფა | საჭიროა წევრობის საბჭო
| შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო |
ცოდვის ტიპები სექსუალური ამორალურობა | საჭიროა წევრობის საბჭო
| შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო
|
ცოდვის ტიპები თაღლითური ქმედებები | საჭიროა წევრობის საბჭო
| შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო
|
ცოდვის ტიპები ნდობის დარღვევა | საჭიროა წევრობის საბჭო
| შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო
|
ცოდვის ტიპები რომელიმე სხვა ქმედება | საჭიროა წევრობის საბჭო
| შესაძლოა საჭირო გახდეს წევრობის საბჭო
|
32.6.3
როდის თათბირობს პალოს პრეზიდენტი რეგიონის პრეზიდენტობასთან იმის დასადგენად, საჭიროა წევრობის საბჭოს მოწვევა თუ სხვა ქმედება
ზოგიერთი საკითხი განსაკუთრებით სენსიტიურია და მოითხოვს დამატებით ხელმძღვანელობას. დახმარების გაწევის საუკეთესო გზის მოსაძებნად პალოს პრეზიდენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია რეგიონის პრეზიდენტთან ამ განყოფილებაში მოცემული სიტუაციების შესახებ.
32.6.3.2
განდგომა
განდგომის საკითხების გავლენა ხშირად მეურვეობის ან პალოს საზღვრებს მიღმა ვრცელდება. ამიტომ ისინი მყისიერად უნდა მოგვარდეს სხვების დაცვის მიზნით.
ეპისკოპოსი თათბირობს პალოს პრეზიდენტთან, თუ გრძნობს, რომ წევრის ქმედება შეიძლება განდგომას უკავშირდებოდეს.
განდგომა რა კონტექსტშიც იგი აქ გამოიყენება, უკავშირდება წევრის მონაწილეობას ნებისმიერ ქვემოთ მოცემულ ქმედებაში:
-
ეკლესიის, მისი დოქტრინის, პოლიტიკის ან ხელმძღვანელების მიმართ მკაფიო და მიზანმიმართული საჯარო წინააღმდეგობა.
-
დაჟინებით სწავლება, როგორც საეკლესიო დოქტრინის, რაც არ არის საეკლესიო დოქტრინა, ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის მიერ შესწორების შემდეგაც კი.
-
ეკლესიის წევრების რწმენისა და აქტიურობის შესუსტებაზე მიზანმიმართული ქმედება.
-
განდგომილი სექტების სწავლების დაჟინებით გაზიარება, ეპისკოპოსის ან პალოს პრეზიდენტის მიერ შესწორების შემდეგაც კი.
-
სხვა ეკლესიაში გაწევრიანება და მისი სწავლების გავრცელება
32.6.3.3
ეკლესიის სახსრების მითვისება
წევრის მიერ ეკლესიის სახსრების გაფლანგვის ან ძვირფასი ქონების მითვისების შემთხვევაში, პალოს პრეზიდენტი თათბირობს რეგიონის პრეზიდენტთან იმის შესახებ, იქნება თუ არა საჭირო წევრობის საბჭო ან სხვა ქმედება.