“18. მღვდლობის წეს-ჩვეულებების შესრულება და კურთხევები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან (2023).
“18. მღვდლობის წეს-ჩვეულებების შესრულება და კურთხევები“, ამონარიდები ზოგადი მითითებების სახელმძღვანელოდან.
18.
მღვდლობის წეს-ჩვეულებების შესრულება და კურთხევები
18.0
შესავალი
წეს-ჩვეულებები და კურთხევები არის წმინდა ქმედება, რომელსაც მღვდლობის უფლებასმოსილებით აღასრულებენ. მღვდლობის წეს-ჩვეულებები და კურთხევები უზრუნველყოფს ღვთის ძალაზე წვდომას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 84:20).
წეს-ჩვეულებები და კურთხევები სრულდება მამაზეციერისა და იესო ქრისტეს რწმენით და სულიწმინდის მითითებით. ხელმძღვანელები უზრუნველყოფენ შესაფერისი უფლებამოსილებით ამ წეს-ჩვეულებების შესრულებას (სადაც ეს შესაძლებელია), მღვდლობის საჭირო უფლებამოსილებით, სათანადო გზით და ღირსეული მონაწილეების მიერ (იხ. 18.3).
18.1
ხსნის წეს-ჩვეულებები და ამაღლება
მღვდლობა მოიცავს სახარების ისეთი წეს-ჩვეულებების შესრულების უფლებამოსილებას, რომლებიც აუცილებელია ხსნისა და ამაღლებისთვის. წევრები ამ წეს-ჩვეულებების მიღებისას დებენ წმინდა აღთქმებს ღმერთთან. ქვემოთ ჩამოთვლილია ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულებები:
-
ნათლობა
-
წევრად დამტკიცება და სულიწმინდის ძღვენი
-
მელქიცედეკის მღვდლობის დამტკიცება და წოდებაზე კურთხევა (მამაკაცებისთვის)
-
სატაძრო შემოსვა
-
სატაძრო ჩაბეჭდვა
თუ აღთქმაში დაბადებული ბავშვი 8 წლამდე გარდაიცვლება, არ არის საჭირო მისთვის წეს-ჩვეულებების შესრულება. თუ ბავშვი არ დაიბადა აღთქმაში, მისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი წეს-ჩვეულების ჩატარება: მშობლებთან ჩაბეჭდვა. მხსნელის გამოსყიდვის გამო 8 წლამდე გარდაცვლილი ბავშვები „გადარჩენილნი არიან ზეცის ცელესტიალურ სასუფეველში“ (მოძღვრება და აღთქმები 137:10; იხ ასევე მორონი 8:8–12).
18.3
წეს-ჩვეულებაში ან კურთხევაში მონაწილეობის მიღება
მათ, ვინც ატარებენ წეს-ჩვეულებას ან მონაწილეობას იღებენ კურთხევაში, უნდა ჰქონდეთ შესაფერისი მღვდლობის უფლებამოსილება და უნდა იყვნენ ღირსეული წევრები. ზოგადად, ღირსების სტანდარტი უკავშირდება სატაძრო რეკომენდაციას. თუმცა, სულიწმინდის მითითებებისა და ამ თავში მოცემული ინსტრუქციების თანახმად, ეპისკოპოსებსა და პალოს პრეზიდენტებს შეუძლიათ დართონ ნება შესაფერის მღვდლობის წოდების მქონე მამებსა და ქმრებს, შეასრულონ ან მონაწილეობა მიიღონ წეს-ჩვეულებაში და კურთხევაში მაშინაც კი, თუ ისინი სრულად არ არიან ტაძარში შესვლის ღირსნი. მღვდლობის მატარებელი პირი, რომელსაც არ მოუგვარებია მძიმე ცოდვები, არ უნდა იღებდეს ამაში მონაწილეობას.
ზოგიერთი წეს-ჩვეულების შესრულება და კურთხევა მოითხოვს მღვდლობის გასაღებების მფლობელი თავმჯდომარე ხელმძღვანელის თანხმობას (იხ. 3.4.1). საჭიროებისას, თანხმობის გაცემა შეუძლია მის მიერ უფლებამოსილ მრჩეველს. იხილეთ შემდეგი ცხრილები. მითითებები პალოს პრეზიდენტებს ასევე ეხება მისიის პრეზიდენტებსაც. მითითებები ეპისკოპოსებს ასევე ეხება მრევლის პრეზიდენტებს.
რომელი ხელმძღვანელი ფლობს გასაღებებს ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულების შესრულების ან მიღების თანხმობის გასაცემად?
|
წეს-ჩვეულება |
ვინ ფლობს გასაღებებს |
|---|---|
წეს-ჩვეულება ნათლობა | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი (8 წლის ბავშვებისთვის და 9 წლის და ამაზე უფროსი ასაკის წევრებისთვის ჩანაწერებიდან, რომელთა ნათლობა დაგვიანდა გონებრივი დარღვევების გამო) მისიის პრეზიდენტი (მოქცეულთათვის) |
წეს-ჩვეულება წევრად დამტკიცება და სულიწმინდის ძღვენი | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი (8 წლის ბავშვებისთვის და 9 წლის და ამაზე უფროსი ასაკის წევრებისთვის ჩანაწერებიდან, რომელთა ნათლობა დაგვიანდა გონებრივი შეზღუდვების გამო) მისიის პრეზიდენტი (მოქცეულთათვის) |
წეს-ჩვეულება მელქიცედეკის მღვდლობის დამტკიცება და წოდებაზე კურთხევა (მამაკაცებისთვის) | ვინ ფლობს გასაღებებს პალოს პრეზიდენტი |
წეს-ჩვეულება სატაძრო შემოსვა | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტები. |
წეს-ჩვეულება სატაძრო ჩაბეჭდვა | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი და პალოს პრეზიდენტი |
რომელი ხელმძღვანელი ფლობს გასაღებებს ხსნისა და ამაღლების წეს-ჩვეულების შესრულების ან კურთხევების მიღების თანხმობის გასაცემად?
|
წეს-ჩვეულება ან კურთხევა |
ვინ ფლობს გასაღებებს |
|---|---|
წეს-ჩვეულება ან კურთხევა ბავშვებისთვის სახელის დარქმევა და დალოცვა | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა ზიარება | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა მელქიცედეკის მღვდლობის დამტკიცება და წოდებაზე კურთხევა (ახალგაზრდა მამაკაცებისთვის და მამაკაცებისთვის) | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა წევრთა ხელდასხმით დანიშვნა მოწოდებებზე მსახურებისთვის | ვინ ფლობს გასაღებებს იხ. ასევე 30.8 |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა ზეთის კურთხევა | ვინ ფლობს გასაღებებს ნებართვა არ სჭირდება |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა გამოიყენება ავადმყოფთათვის მსახურების მიზნით | ვინ ფლობს გასაღებებს ნებართვა არ სჭირდება |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა ნუგეშისა და რჩევის კურთხევები, მამის დალოცვის ჩათვლით | ვინ ფლობს გასაღებებს ნებართვა არ სჭირდება |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა სახლის მიძღვნა | ვინ ფლობს გასაღებებს ნებართვა არ სჭირდება |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა საფლავების მიძღვნა | ვინ ფლობს გასაღებებს სამღვდელოების ხელმძღვანელი, რომელიც თავმჯდომარეობს მსახურებაზე |
წეს-ჩვეულება ან კურთხევა პატრიარქის კურთხევები | ვინ ფლობს გასაღებებს ეპისკოპოსი |
18.4
წეს-ჩვეულებები არასრულწლოვანი ბავშვებისთვის
არასრულწლოვანმა ბავშვმა შეიძლება მიიღოს კურთხევა, მოინათლოს, წევრად დამტკიცდეს, მღვდლობის წოდება მიიღოს ან მოწოდებაზე ხელდასხმით დაინიშნოს მშობლების თანხმობით, რომლებსაც (1) გადაწყვეტილების მიღების კანონიერი უფლება აქვთ ან (2) არიან კანონიერი მეურვეები.
18.6
ბავშვებისთვის სახელის დარქმევა და დალოცვა
როგორც წესი, ბავშვებისთვის სახელის დარქმევა და მათი დალოცვა ხდება მარხვისა და დამოწმების შეკრებაზე იმ მეურვეობაში, რომელსაც მშობლები ეკუთვნიან.
18.6.1
ვინ აძლევს დალოცვას
ბავშვისთვის სახელის დარქმევისა და დალოცვის წეს-ჩვეულებას ატარებს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი, მოძღვრება და აღთქმები 20:70-ის შესაბამისად.
პიროვნება ან ოჯახი, რომელსაც სურს შვილისთვის სახელის დარქმევა და დალოცვა, ეპისკოპოსთან ათანხმებს ამ წეს-ჩვეულებას. ის ფლობს მეურვეობაში ბავშვებისთვის სახელის დარქმევისა და დალოცვის მღვდლობის გასაღებებს.
ეპისკოპოსს შეუძლია, დართოს ბავშვის სახელის დარქმევისა და დალოცვის ნება მელქიცედეკის მღვდლობის მქონე მამას მაშინაც კი, როცა ის სრულად არ არის ტაძარში შესვლის ღირსი (იხ. 18.3). ეპისკოპოსები აგულიანებენ მამებს, მოემზადონ საკუთარი შვილების დალოცვისთვის.
18.6.2
ინსტრუქციები
ეპისკოპოსობის მითითებით მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირები, ბავშვისთვის სახელის დარქმევისა და დალოცვის მიზნით, წრეში დგებიან, ისინი მოაქცევენ ხელებს ბავშვის სხეულის ქვეშ ან ოდნავ შეეხებიან ბავშვის თავს (მოზრდილი ბავშვის შემთხვევაში). შემდეგ ერთ-ერთი პირი იწყებს:
-
ის ლოცვით მიმართავს მამაზეციერს.
-
აცხადებს, რომ ბავშვის კურთხევა მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით ხდება.
-
არქმევს ბავშვს სახელს.
-
მიმართავს ბავშვს.
-
სულიწმინდის კარნახით ლოცავს ბავშვს.
-
ასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.6.3
ბავშვის ჩანაწერის ფორმა და დალოცვის მოწმობა
ბავშვის დალოცვამდე კლერკი იყენებს ხელმძღვანელისა და კლერკს რესურსებს (ხ.კ.რ.) რათა მოამზადოს ბავშვის ჩანაწერის ფორმა. დალოცვის შემდეგ იგი ქმნის წევრობის ჩანაწერს ამ სისტემაში და ამზადებს დალოცვის სერტიფიკატს. ეპისკოპოსი ამ მოწმობას აწერს ხელს და გადასცემს ბავშვის მშობლებს ან მეურვეებს.
სახელი წევრობის ჩანაწერში და მოწმობაზე უნდა ედრებოდეს დაბადების მოწმობაში, სამოქალაქო რეესტრში ან კანონიერ სახელს.
18.7
ნათლობა
იმისთვის, რომ პირი გახდეს ეკლესიის წევრი და მიიღოს სულიწმინდა საჭიროა, უფლებამოსილი პირის მიერ მისი წყალში ჩაძირვით ნათლობა. ყველამ, ვინც ეძიებს ამაღლებას, ამ წეს-ჩვეულებების მიღებით უნდა მიბაძოს მხსნელის მაგალითს.
18.7.1
ნათლობისა და წევრად დამტკიცების თანხმობის მიღება
18.7.1.1
ბავშვები, რომლებიც ჩანაწერებში ფიგურირებენ
ეპისკოპოსი ფლობს მღვდლობის გასაღებებს 8 წლის ასაკის ბავშვების ნათლობისთვის, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ ეს ბავშვები უნდა მოინათლონ და წევრად დამტკიცდნენ (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:27). ეს არიან ბავშვები, რომლებისთვისაც ეკლესიის წევრობის ჩანაწერები უკვე არსებობს (იხ. 33,6.2). როცა ისინი 8 წლის ხდებიან, ეპისკოპოსი უზრუნველყოფს, რომ მათ აქვთ სახარების მიღების, ნათლობისა და წევრად დამტკიცების ყველა საშუალება.
ეპისკოპოსი ან მისი მრჩეველი უტარებს ჩანაწერებში დაფიქსირებულ ბავშვებს ნათლობისა და წევრად დამტკიცების გასაუბრებას. ინსტრუქციები იხილეთ 31.2.3.1.
ინფორმაცია ნათლობისა და წევრად დამტკიცების შესახებ იხილეთ 18.8.3.
18.7.1.2
რწმენაზე მოქცეულები
მისიის პრეზიდენტი ფლობს მღვდლობის გასაღებებს მისიაში მოქცეულთა ნათლობისთვის. ამ მიზნით სრული დროის მისიონერები ატარებენ მოქცეულთა გასაუბრებას ნათლობისთვისა და წევრად დამტკიცებისთვის.
18.7.2
ნათლობის მსახურება
ნათლობის მსახურება უნდა იყოს უბრალო, მოკლე და სულიერად ასამაღლებელი ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:
-
პრელუდია
-
მოკლე მისალმება ძმისგან, რომელსაც უძღვება მსახურებას
-
გახსნითი საგალობელი და ლოცვა
-
ერთი ან ორი მოკლე გზავნილი სახარების თემაზე, როგორიცაა ნათლობა და სულიწმინდის ძღვენი
-
მუსიკალური ნომრები
-
ნათლობა
-
პატივის გამოხატვის დრო, როცა ნათლობაში მონაწილე პირები ტანსაცმელს იცვლიან (ამ დროს დასაშვებია საგალობლები ან დაწყებითი საზოგადოების სიმღერები)
-
ჩანაწერებში დაფიქსირებული 8 წლის ასაკის ბავშვების წევრად დამტკიცება; მოქცეულთა წევრად დამტკიცება (ეპისკოპოსის გადაწყვეტილებით (იხ. 18.8)
-
ახალ მოქცეულთა მიერ დამოწმებების გაზიაერება - სურვილისამებრ
-
დასკვნითი საგალობელი და ლოცვა.
-
პოსტლუდია
ჩანაწერებში დაფიქსირებული ბავშვის ნათლობისთვის მზადებისას ეპისკოპოსობის წევრი და დაწყებითი საზოგადოების პრეზიდენტობა ოჯახთან ერთად აწყობს ნათლობის მსახურების გეგმებს. მსახურებას უძღვება ეპისკოპოსობის წევრი. თუ ერთსა და იმავე თვეში ერთ ბავშვზე მეტი ინათლება, შესაძლებელია მათთვის ერთობლივი ნათლობის მსახურების ჩატარება.
პალოში, სადაც ჩანაწერში დაფიქსირებული ბევრი ბავშვია, რამდენიმე მეურვეობის ბავშვებისთვის შესაძლოა ერთი ნათლობის მსახურების ჩატარება. მსახურებას უძღვება პალოს პრეზიდენტობის წევრი ან უმაღლესი საბჭოს მრჩეველი.
ოჯახის წევრის ნათლობა არ უნდა გადაიდოს იმ დრომდე, სანამ მამა მიიღებს მღვდლობას და თავად ჩაატარებს ნათლობას.
ეპისკოპოსობის მითითებით მეურვეობის მისიის ხელმძღვანელი (თუ ასეთი არსებობს) ან უხუცესთა ქვორუმის პრეზიდენტობის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს მისიონერულ საქმეს, გეგმავს და წარმართავს ნათლობის ცერემონიას მოქცეულთათვის. ისინი სრული დროის მისიონერებთან ახდენენ კოორდინირებას.
18.7.3
ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას
ნათლობის წეს-ჩვეულებას ატარებს მღვდელი ან მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. პიროვნებას, რომელმაც უნდა ჩაატაროს ნათლობა, ამტკიცებს ეპისკოპოსი (ან მისიის პრეზიდენტი, თუ სრული დროის მისიონერი ატარებს ნათლობას).
ეპისკოპოსს შეუძლია, დართოს ბავშვის ნათლობის ნება მელქიცედეკის მღვდლობის მქონე მამას მაშინაც კი, როცა ის სრულად არ არის ტაძარში შესვლის ღირსი (იხ. 18.3). ეპისკოპოსები აგულიანებენ მამებს, მოემზადონ საკუთარი შვილების ნათლობისთვის.
18.7.4
სად უნდა ტარდებოდეს წეს-ჩვეულება
ნათლობა უნდა ტარდებოდეს ნათლობის ემბაზში, თუ ეს შესაძლებელია. ემბაზის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია უსაფრთხო ღია წყლებში.
უსაფრთხოების მიზნით ემბაზის ავსების დროს იქ უნდა იმყოფებოდეს პასუხისმგებელი ზრდასრული პირი და ის უნდა რჩებოდეს იქ აუზის სრულ დაცლამდე, გასუფთავებამდე და უსაფრთხო მდგომარეობაში დატოვებამდე. ემბაზი უნდა დაიცალოს დაუყოვნებლივ ყოველი ნათლობის შემდეგ. ემბაზთან მიმავალი კარი უნდა იყოს ჩაკეტილი, როცა მას არ იყენებენ.
18.7.5
ტანისამოსი
ორივე პირს - ვინც ატარებს ნათლობას და ვინც ინათლება, აცვია თეთრი სამოსი, ისეთი რომ სველდება და არ ხდება გამჭვირვალე. ტაძარში შემოსილ პირს სამოსის შიგნით აცვია სატაძრო სამოსელი და ისე ატარებს ნათლობას. ადგილობრივი დანაყოფები ყიდულობენ ნათლობის სამოსს ბიუჯეტის თანხებით და არავის არ აკისრებენ გადასახადს მის გამოყენებაზე.
18.7.6
მოწმეები
თავმჯდომარე ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ორი მოწმე აკვირდება ყოველ ნათლობას, რათა დარწმუნდნენ, რომ იგი სათანადოდ ჩატარდა. ეკლესიის მონათლულ წევრებს, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩათვლით, შეუძლიათ მოწმეთა სახით მსახურება.
ნათლობა უნდა თავიდან ჩატარდეს, თუ სიტყვები არ ითქვა ზუსტად ისე, როგორც ისინი მოცემულია მოძღვრება და აღთქმები 20:73-ში. ნათლობა ასევე უნდა თავიდან ჩატარდეს, თუ პიროვნების სხეულის ნაწილი, თმა ან ტანისამოსი სრულად არ იყო დაფარული წყლით.
18.7.7
ინსტრუქციები
ნათლობის წეს-ჩვეულების ჩასატარებლად მღვდელი ან მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი:
-
დგას წყალში პიროვნებასთან ერთად, რომელიც ინათლება.
-
უჭირავს პიროვნების მარჯვენა მაჯა თავისი მარცხენა ხელით (უსაფრთხოებისა და მოხერხებულობის მიზნით). პიროვნებას, რომელიც ინათლება, უჭირავს მღვდლობის მატარებელი პირის მარცხენა მაჯა თავისი მარცხენა ხელით.
-
ასწევს 90 გრადუსით მოხრილ მარჯვენა ხელს.
-
აცხადებს პიროვნების სრულ სახელს და ამბობს: „ვარ რა იესო ქრისტესგან უფლებამოსილი, გნათლავ მამისა და ძისა და სულიწმინდის სახელით. ამინ“ (მოძღვრება და აღთქმები 20:73).
-
მარჯვენა ხელით მოაჭერინებს პიროვნებას ხელს ცხვირზე (მოხერხებულობის მიზნით); შემდეგ მარჯვენა ხელს ადებს პიროვნებას ზურგის ზედა ნაწილზე და სრულად დაფარავს მას წყლით, ტანსაცმლის ჩათვლით.
-
ეხმარება პიროვნებას წყლიდან ამოსვლაში.
18.8
წევრად დამტკიცება და სულიწმინდის ძღვენი
ნათლობის შემდეგ პიროვნება დამტკიცდება ეკლესიის წევრად და ხელდასხმით მიიღებს სულიწმინდის ძღვენს (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:41; საქმეები 19:1-6). პიროვნება ხდება ეკლესიის წევრი მას შემდეგ, რაც ეს ორივე წეს-ჩვეულება შესრულდება და სათანადოდ ჩაიწერება (იხ. იოანე 3:5; მოძღვრება და აღთქმები 33:11; 3 ნეფი 27:20).
ეპისკოპოსი ზედამხედველობს წევრად დამტკიცების შესრულებას. რვა წლის ასაკის ბავშვები, როგორც წესი, წევრად დამტკიცებას გადიან ნათლობის დღეს. მოქცეულები, როგორც წესი, გადიან წევრად დამტკიცებას რომელიმე ზიარების შეკრებაზე იმ მეურვეობაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, სასურველია ნათლობის შემდეგ პირველივე კვირას.
ეპისკოპოსობის წევრი, ახალი წევრების წარდგენისას, ასრულებს 29.2.1.1 -ში მოცემულ მითითებებს.
18.8.1
ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას
წევრად დამტკიცებას ატარებს მხოლოდ ტაძარში შესვლის ღირსი მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. თუმცა, ეპისკოპოსს შეუძლია, დართოს ნება მელქიცედეკის მღვდლობის მქონე მამას, დადგეს წრეში თავისი შვილის წევრად დამტკიცებისას მაშინაც კი, როცა ის სრულად არ არის ტაძარში შესვლის ღირსი (იხ. 18.3).
ამ წეს-ჩვეულების შესრულებაში მონაწილეობს ეპისკოპოსობის მინიმუმ ერთი წევრი. ეპისკოპოსი იწვევს მისიონერ უხუცესებს მონაწილეობის მისაღებად, თუ ისინი ასწავლიდნენ ახლად მონათლულს.
18.8.2
ინსტრუქციები
ეპისკოპოსობის მითითებით, მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ ერთ ან მეტ პირს შეუძლია წევრად დამტკიცების წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის მიღება. ისინი მსუბუქად მოაქცევენ ხელებს პიროვნების თავზე. შემდეგ ერთ-ერთი პირი ხმამაღლა იტყვის:
-
მიმართავს პირს სრული სახელით.
-
აცხადებს, რომ წეს-ჩვეულება ტარდება მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
ამტკიცებს პიროვნებას უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრად.
-
აცხადებს: „მიიღე სულიწმინდა“ (და არა „მიიღე სულიწმინდის ძღვენი“).
-
ლოცავს პიროვნებას (ხელმძღვანელობს სულიწმინდის კარნახით).
-
ასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.8.3
ნათლობისა და წევრად დამტკიცების ჩანაწერი და სერტიფიკატი
კლერკი, სანამ ჩანაწერებში დაფიქსირებულ ბავშვს ნათლობამდე გასაუბრებას ჩაუტარებს, იყენებს ხ.კ. რ. -ს, რათა მოამზადოს ნათლობისა და წევრად დამტკიცების ფორმა. ეპისკოპოსი ან მრჩეველი უძღვება გასაუბრებას და ხელს აწერს ფორმას. ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ კლერკი იყენებს ამ ფორმას, რათა განაახლოს ბავშვის წევრობის ჩანაწერი ხ.კ.რ-ში.
როცა სრული დროის მისიონერი მოქცეულს ნათლობისთვის გასაუბრებას უტარებს, იგი რეგიონის დამგეგმავის (ABP) აპლიკაციის დახმარებით ავსებს ნათლობისა და წევრად დამტკიცების ჩანაწერს. ნათლობისა და წევრად დამტკიცების შემდეგ მისიონერებს შეაქვთ ინფორმაცია ABP -ში და ელექტრონულად წარუდგენენ მას მეურვეობის კლერკს. მეურვეობის კლერკი განიხილავს ინფორმაციას ხ.კ.რ -ში და ადგენს წევრობის ჩანაწერს.
წევრობის ჩანაწერის შექმნის შემდეგ კლერკი ამზადებს ნათლობისა და კონფირმაციის სერტიფიკატს. ეპისკოპოსი აწერს ხელს სერტიფიკატს და გადასცემს მას პიროვნებას.
სახელი წევრობის ჩანაწერში და მოწმობაზე უნდა ედრებოდეს დაბადების მოწმობაში, სამოქალაქო რეესტრში ან კანონიერ სახელს.
18.9
ზიარება
ეკლესიის წევრები კვირადღეს ხვდებიან ერთმანეთს, რათა თაყვანი სცენ ღმერთს და მიიღონ ზიარება (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:75; 59:9; Moroni 6:5–6). ამ წეს-ჩვეულების დროს წევრები, მხსნელის მიერ შეწირული სისხლისა და ხორცის გასახსენებლად, ასევე წმინდა აღთქმების განახლების მიზნით, მიირთმევენ პურსა და წყალს (იხ. მათე 26:26–28; ჯოზეფ სმითის თარგმანი, მარკოზი 14:20–25; ლუკა 22:15–20; 3 ნეფი 18; მორონი 6:6).
18.9.1
ზიარების ჩატარების ნებართვა
ეპისკოპოსი ფლობს მღვდლობის გასაღებებს მეურვეობაში ზიარების ჩასატარებლად. ყველამ, ვინც მონაწილეობას იღებს ზიარების მომზადებაში, კურთხევაში და დარიგებაში, უნდა მიიღოს თანხმობა ეპისკოპოსისგან ან სხვა პირისგან (მისი მითითებით).
18.9.2
ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას
-
მასწავლებლებს, მღვდლებს და მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირებს შეუძლიათ ზიარების მომზადება.
-
მღვდლებს და მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირებს შეუძლიათ ზიარების კურთხევა.
-
დიაკვნებს, მასწავლებლებს, მღვდლებს და მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირებს შეუძლიათ ზიარების დარიგება.
18.9.3
ზიარებასთან დაკავშირებული მითითებები
ზიარების წმინდა არსის გამო მღვდლობის მატარებელი პირები ყურადღებით უნდა ემზადებოდნენ, რათა ის მომზადდეს სათანადოდ და მოწიწებით.
ისინი, ვინც ატარებენ ზიარებას, უნდა აკეთებდნენ ამას ღირსებით, იმის გააზრებით, რომ ისინი არიან უფლის წარმომადგენლები.
ზიარების დარიგება უნდა ხდებოდეს ბუნებრივად და არა მეტისმეტად ოფიციალურად.
მიუხედავად იმისა, რომ ზიარება ეკლესიის წევრებისთვის არის, სხვებს არანაირად არ უნდა შეუშალონ ხელი მის მიღებაში.
18.9.4
ინსტრუქციები
-
ისინი, ვინც ამზადებენ, აკურთხებენ ან არიგებენ ზიარებას, პირველ რიგში საპნით ან სხვა გამწმენდი საშუალებით იბანენ ხელებს.
-
შეკრებამდე მასწავლებლები, მღვდლები ან მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირები უნდა დარწმუნდნენ იმაში, რომ პურის ლანგარი მთლიანი პურის ნაჭრებით, წყლის ლანგარი - სუფთა წყლის კონტეინერებით და მაგიდის სუფთა გადასაფარებლები თავ-თავიანთ ადგილებზეა.
-
იმ დროს, როცა მეურვეობის წევრები მღერიან ზიარების საგალობელს ისინი, ვინც აკურთხებენ ზიარებას, მოწიწებით დგებიან, გადახდიან პურის ლანგარებზე გადაფარებულ სუფრას და ერთი ლუკმის ზომაზე ამტვრევენ პურს .
-
საგალობლის შესრულების შემდეგ პიროვნება, რომელიც აკურთხებს პურს, მუხლს მოიყრის და წაიკითხავს პურის კურთხევის ლოცვას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:77).
-
ეპისკოპოსი რწმუნდება იმაში, რომ ზიარების ლოცვები წარმოითქვა მკაფიოდ, ზუსტად და ღირსებით. თუ ვინმემ დაუშვა შეცდომა და თავადვე გამოასწორა იგი, შემდგომი კორექტირება საჭირო არ არის. თუ პიროვნება არ გამოასწორებს შეცდომას, ეპისკოპოსი თავაზიანად სთხოვს მას, გაიმეოროს ლოცვა.
-
ლოცვის შემდეგ მღვდლობის მატარებელი პირები მოწიწებით ურიგებენ პურს წევრებს. თავმჯდომარე ხელმძღვანელმა პირველმა უნდა მიიღოს ზიარება, შემდეგ დანარჩენებმა, თავისუფალი წესით. მას შემდეგ, რაც ლანგარი გადაეცემა წევრებს, მათ შეუძლიათ ერთმანეთს გადააწოდონ იგი.
-
თუ ეს შესაძლებელია, წევრებმა მარჯვენა ხელით უნდა მიიღონ ზიარება.
-
როცა პური დაურიგდება ყველა წევრს, ისინი, ვინც არიგებდნენ ზიარებას, ზიარების მაგიდებზე დააბრუნებენ ლანგრებს. ისინი, ვინც არიგებდნენ ზიარებას, გადააფარებენ პურის ლანგრებს სუფრას და გადახდიან სუფრას წყლის ლანგრებს.
-
პიროვნება, რომელიც აკურთხებს წყალს, მუხლს მოიყრის და ამბობს წყლის კურთხევის ლოცვას (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:79). ის შეცვლის სიტყვას ღვინო სიტყვით წყალი.
-
ლოცვის შემდეგ მღვდლობის მატარებელი პირები მოწიწებით ურიგებენ პურს წევრებს. პირველი წყალს მიიღებს თავმჯდომარე ხელმძღვანელი, შემდეგ თავისუფალი წესით დანარჩენები.
-
მას შემდეგ, რაც წყალი დაურიგდება ყველა წევრს ისინი, ვინც არიგებდნენ ზიარებას, ზიარების მაგიდებზე დააბრუნებენ ლანგრებს. ისინი, ვინც აკურთხეს ზიარება, გადააფარებენ ლანგრებს სუფრას და მოწიწებით დაბრუნდებიან თავიანთ ადგილებზე დარბაზში.
-
შეხვედრის შემდეგ ისინი, ვინც მოამზადეს ზიარება, ასუფთავებენ, აკეცავენ სუფრას და გაიტანენ პურის ნარჩენებს.
18.10
მღვდლობის დამტკიცება და წოდებაზე კურთხევა
არსებობს სამღვდელოების ორი მიმართულება: აარონის და მელქიცედეკის 3.3; მოძღვრება და აღთქმები 107:1, 6). როცა პიროვნებას მიანიჭებენ მღვდლობას, მას ასევე აკურთხებენ წოდებაზე ამ მღვდლობაში. ერთი ან მეორე მღვდლობის მინიჭების შემდეგ პიროვნებას ესაჭიროება ამ მღვდლობის რომელიმე წოდებაზე კურთხევა.
18.10.1
მელქიცედეკის მღვდლობა
პალოს პრეზიდენტი ფლობს მღვდლობის გასაღებებს მელქიცედეკის მღვდლობის მინიჭებისთვის და უხუცესთა და სხვა მღველმთავრების წოდებებზე კურთხევისთვის. თუმცა, ეპისკოპოსი ჩვეულებრივ უწევს რეკომენდაციას ამ წეს-ჩვეულებებისთვის.
18.10.1.1
უხუცესები
18 წლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ღირსეულ წევრებს შეუძლიათ მიიღონ მელქიცედეკის მღვდლობა და კურთხევა მღვდლობაზე, ეპისკოპოსი, ინდივიდუალური ვითარების გათვალისწინებით, წყვეტს, უნდა მიიღოს თუ არა ახალგაზრდა კაცმა უხუცესის წოდებაზე კურთხევის რეკომენდაცია მალევე მას შემდეგ, რაც 18 წელი შეუსრულდება ან უფრო დიდხანს დარჩეს უხუცესთა ქვორუმში.
ამ გადაწყვეტილების მიღებისას ეპისიკოპოსი თავდაპირველად თათბირობს უშუალოდ ახალგაზრდა მამაკაცთან და მის მშობლებთან ან მეურვეებთან. ღირსეული მამაკაცები უნდა აკურთხონ მღვდლის წოდებაზე 19 წლის ასაკში ან სანამ ისინი დატოვებენ მშობლების სახლს კოლეჯის, მისიაში ან ჯარში მსახურების ან სრული განაკვეთით მუშაობის გამო.
18 წლის და 18 წელზე უფროსი ასაკის ცოტა ხნის წინ მონათლული მამაკაცები იღებენ კურთხევას უხუცესის წოდებაზე, თუ მათ:
-
მიღებული აქვთ აარონის მღვდლობა და მსახურობდენ მღვდლის წოდებაში.
-
საკმაოდ კარგად ესმით სახარება.
-
დაამტკიცეს, რომ არიან ღირსნი.
არ მოითხოვს ეკლესიის წევრობის კონკრეტულ სტაჟს.
18.10.1.2
მღვდელმთავრები
მამაკაცები იღებენ მღვდელმთავრის წოდებაზე კურთხევას, როცა მათ მოიხმობს პალოს პრეზიდენტობა, უმაღლესი საბჭო ან ეპისკოპოსი.
18.10.1.3
გასაუბრების ჩატარება და მხარდაჭერა
პალოს პრეზიდენტობისგან თანხმობის მიღებისას ეპისკოპოსი უტარებს წევრ ძმას გასაუბრებას მელქიცედეკის მღვდლობის წეს-ჩვეულებების ჩანაწერებში მოცემული ინსტრუქციების თანახმად. შემდეგ პალოს პრეზიდენტობის წევრი ასევე უტარებს მას გასაუბრებას. მისიის პრეზიდენტის თანხმობით ოლქის პრეზიდენტს შეუძლია, გაესაუბროს წევრ ძმას მისი უხუცესად კურთხევის მიზნით (იხ. 6.3).
18.10.2
აარონის მღვდლობა
ეპისკოპოსი ფლობს აარონის მღვდლობის მინიჭების, ასევე დიაკვნის, მასწავლებლისა და მღვდლის წოდებებზე კურთხევის გასაღებებს. ღირსეულ ძმებს, როგორც წესი, აკურთხებენ ამ წოდებებზე კონკრეტული წლოვანების მიღწევისას და არა ამ ასაკზე ადრე.
-
დიაკვანი: იმ წლის იანვრიდან, როდესაც მას 12 წელი უსრულდება.
-
მასწავლებელი: იმ წლის იანვრიდან, როდესაც მას 14 წელი უსრულდება.
-
მღვდელი იმ წლის იანვრიდან, როდესაც მას 16 წელი უსრულდება.
ეპისკოპოსი ან მრჩეველი უტარებს გასაუბრებას მათ, ვინც უნდა მიიღონ დიაკვნის ან მასწავლებლის წოდებაზე კურთხევა რათა გადაწყვიტოს, არიან თუ არა ისინი სულიერად მზად. ეპისკოპოსი ესაუბრება წევრ ძმებს, რომლებმაც მღვდლის წოდებაზე კურთხევა უნდა მიიღონ.
ახალგაზრდა მამაკაცისთვის მღვდლობის წოდებაზე კურთხევის მიღებისთვის გასაუბრების ჩატარებამდე ეპისკოპოსობის წევრი იღებს ნებართვას ახალგაზრდა მამაკაცის მშობლებისგან ან მეურვეებისგან. თუ მშობლები გაცილებულები არიან, მან უნდა მიიღოს ნებართვა მშობლებისგან, როლებიც კანონიერი მეურვვეები არიან.
18.10.3
წევრის წარდგენა მხარდაჭერისთვის მის კურთხევამდე
მას შემდეგ, რაც წევრ ძმას ჩაუტარდა გასაუბრება და დადგინდა, რომ ის არის ღირსი, მიიღოს მღვდლობის წოდებაზე კურთხევა, მას წარადგენენ მხარდასაჭერად (იხ. მოძღვრება და აღთქმები 20:65, 67). პალოს კონფერენციის გენერალურ სესიაზე პალოს პრეზიდენტობის წევრი წარადგენს ძმებს, რომლებიც უნდა აკურთხონ უხუცესის ან მღვდელმთავრის წოდებაზე (იხ. 6.3 ინსტრუქციები ოლქის პრეზიდენტებისთვის). ძმებს, რომლებიც უნდა აკურთხონ დიაკვნის, მასწავლებლის ან მღვდლის წოდებაზე, ზიარების შეკრებაზე წარადგენს ეპისკოპოსობის წევრი.
პიროვნება, რომელიც ატარებს მხარდაჭერის პროცედურას, სთხოვს წევრ ძმას ფეხზე ადგომას. იგი გამოდის წინადადებით, მიანიჭონ აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობა (საჭიროებისას) და აკურთხონ ძმა მღვდლობის წოდებაზე. შემდეგ იგი იწვევს წევრებს, მხარი დაუჭირონ ამ წინადადებას. მაგალითად, იმისთვის, რომ რომელიმე ძმა წარადგინონ უხუცესის წოდებაზე, მას შეუძლია თქვას ასეთი სიტყვები:
„შემოგვაქვს წინადადება, რომ [სახელი] მიიღოს მელქიცედეკის მღვდლობა და კურთხევა უხუცესის წოდებაზე. „ვინც მხარს უჭერს ამ გადაწყვეტილებას გთხოვთ, ხელის აწევით გვაცნობოთ ეს. [ხანმოკლე პაუზა]. თუ ვინმე ეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას, შეუძლია ასევე გვაცნობოს ეს აწეული ხელით. [ხანმოკლე პაუზა]“.
თუ კარგი რეპუტაციის მქონე წევრი უარს ამბობს ხელდასხმით კურთხევაზე, თავჯდომარე ხელმძღვანელი ან სამღვდელოების სხვა ხელმძღვანელი პირადად უნდა შეხვდეს წევრს შეკრების შემდეგ. ხელმძღვანელი ცდილობს გაიგოს, რატომ ამბობს წევრი უარს. იგი არკვევს, იცის თუ არა წევრმა ქცევასთან დაკავშირებული დარღვევის შესახებ, რაც ეწინააღმდეგება მღვდლობის წოდებაზე ხელდასხმით კურთხევას.
ზოგიერთ შემთხვევაში წევრ ძმას შესაძლოა დასჭირდეს უხუცესად ან მღვდელმთავრად კურთხევა, სანამ მას პალოს კონფერენციაზე წარადგენენ. ასეთ შემთხვევაში მას მხარდასაჭერად წარადგენენ თავის მეურვეობაში ზიარების შეკრებაზე. შემდეგ მას წარადგენენ პალოს მომდევნო კონფერენციაზე, რათა დაამტკიცონ ხელდასხმით კურთხევა (მოახდინეთ ზემოთ აღწერილი მხარდაჭერის პროცესის ადაპტირება).
18.10.4
ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას
პალოს პრეზიდენტს ან, მისი ზედამხედველობის ქვეშ, მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს, შეუძლიახელდასხმით აკურთხოს მამაკაცი უხუცესის წოდებაზე. მისიის პრეზიდენტის თანხმობით, ოლქის პრეზიდენტს ან ვინმეს, მისი მითითებით, შეუძლია ამ წეს-ჩვეულების შესრულება (იხ. 6.3). წრეში დგომის უფლება მხოლოდ მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირებს აქვთ.
პალოს პრეზიდენტს ან მისი მითითებით რომელიმე მღვდელმთავარს შეუძლია აკურთხოს მამაკაცი მღვდელმთავრის წოდებაზე. წრეში დგომა დაშვებულია მხოლოდ მღვდელმთავრებისთვის.
პიროვნება, რომელიც აკურთხებს მამაკაცს მელქიცედეკის მღვდლობის წოდებაზე, ტაძარში შესვლის ღირსი უნდა იყოს. ცერემონიალს უნდა ესწრებოდეს პალოს პრეზიდენტი ან მის მიერ დანიშნული წევრი.
მღვდელს ან მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს შეუძლია აკურთხოს ძმა დიაკვნის, მასწავლებლის ან მღვდლის წოდებაზე. მას ეპისკოპოსმა უნდა მისცეს უფლებამოსილება. ცერემონიალს უნდა ესწრებოდეს ეპისკოპოსი ან მის მიერ დანიშნული პირი.
აარონის მღვდლობაზე კურთხევაში მონაწილეობის მისაღებად პიროვნება უნდა იყოს მღვდელი ან მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი.
ეპისკოპოსს შეუძლია, დართოს მელქიცედეკის მღვდლობის ან მღვდლობის მქონე მამას ნება, აკურთხოს თავისი ვაჟი დიაკვნის, მასწავლებლის ან მღვდლის წოდებაზე მაშინაც კი, როცა ის სრულად არ არის ტაძარში შესვლის ღირსი (იხ. 18.3). ეპისკოპოსები აგულიანებენ მამებს, მოემზადონ საკუთარი შვილების ხელდასხმით კურთხევისთვის.
18.10.5
ინსტრუქციები
მღვდლობის მინიჭებისა და პიროვნების მღვდლობის წოდებაზე კურთხევისთვის მღვდლობის მატარებელი ერთი ან მეტი უფლებამოსილი პირი მსუბუქად ადებს პიროვნებას ხელებს თავზე. შემდეგ ერთ-ერთი პირი ხმამაღლა ამბობს:
-
მიმართავს პიროვნებას სახელითა და გვარით.
-
აცხადებს უფლებამოსილებას, რომელსაც ფლობს ამ წეს-ჩვეულების ჩასატარებლად (აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობა).
-
ადასტურებს აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობას (თუ ის ჯერ არ დაუმტკიცებიათ).
-
აკურთხებს პიროვნებას აარონის ან მელქიცედეკის მღვდლობაზე და გადასცემს ამ წოდების უფლებებს, ძალასა და უფლებამოსილებას.
-
ლოცავს პიროვნებას (ხელმძღვანელობს სულიწმინდის კარნახით).
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
იმისთვის, რომ პიროვნება აკურთხონ მღვდლობის წოდებაზე მას შემდეგ, რაც მასზე უკვე დამტკიცდა შესაფერისი მღვდლობა, წეს-ჩვეულების შემსრულებელი პირი გამოტოვებს მე-3 ნაბიჯს.
18.10.6
დამტკიცების ჩანაწერი და სერტიფიკატი
კლერკი, ძმისთვის აარონის მღვდლობაზე კურთხევამდე გასაუბრების ჩატარებამდე, იყენებს ხ.კ. რ. -ს, რათა მოამზადოს ნათლობისა და წევრად დამტკიცების ჩანაწერი. ეპისკოპოსი ან დანიშნული მრჩეველი უძღვება გასაუბრებას და ხელს აწერს ფორმას, თუ დაკმაყოფილებულია ღირსების ყველა პირობა.
ხელდასხმის შემდეგ ეპისკოპოსი ან მრჩეველი ავსებს ფორმას და გადასცემს მას კლერკს. იგი იწერს დამტკიცებას ხ.კ.რ. -ში და ამზადებს დამტკიცების სერტიფიკატს.
ხელდასხმით კურთხევის ჩანაწერში და სერტიფიკატზე უნდა ფიგურირებდეს პიროვნების ამჟამინდელი სახელი.
18.11
მოწოდებებზე მსახურებისთვის წევრთა ხელდასხმით დანიშვნა
ეკლესიის უმეტეს პოზიციაზე მოხმობილი და მხარდაჭერილი პირები უნდა კურთხევით დაინიშნონ ამ პოზიციაზე მსახურებისთვის (იხ. იოანე 15:16; მოძღვრება და აღთქმები 42:11; იხ. ასევე 3.4.3.1 ამ სახელმძღვანელოში). ხელდასხმით დანიშვნის დროს პიროვნებას ეძლევა (1) უფლებამოსილება, იმოქმედოს ამ მოწოდებაში და (2) სიტყვიერი კურთხევა (სულიწმინდის კარნახით).
ხელდასხმით დანიშვნის დროს პალოს პრეზიდენტებს, ეპისკოპოსებსა და ქვორუმის პრეზიდენტებს გადაეცემათ პრეზიდენტობის გასაღებები (see 3.4.1.1). თუმცა სიტყვა გასაღებები არ უნდა გამოიყენებოდეს, როცა წევრები ხელდასხმით ინიშნებიან სხვა წოდებებში მსახურებისთვის, მათ შორის პრეზიდენტობებში მრჩევლების პოზიციაზე.
18.11.1
ვინ ატარებს ხელდასხმით დანიშვნას
ხელდასხმით დანიშვნას ატარებს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. მან უნდა მიიღოს თანხმობა შესაბამისი მღვდლობის გასაღებების მფლობელი ხელძღვანელისგან. პირები, რომლებსაც გააჩნიათ ხელდასხმით დანიშვნის უფლებამოსილება, ჩამოთვლილია 30.8-ში. უხუცესი არ უნდა აკეთებდეს განცხადებებს და არ უნდა იდგეს წრეში, როცა მამაკაცი ხელდასხმით ინიშნება წოდებაზე, რომელიც მოითხოვს მისგან მღვდელმთავრობას.
თავმჯდომარე ხელმძღვანელის მითითებით, ერთ ან ერთზე მეტ მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს შეუძლია ხელდასხმით დანიშვნის წეს-ჩვეულებაში მონაწილეობის მიღება. პრეზიდენტებს ხელდასხმით აკურთხებენ მრჩევლების წინაშე.
თავმჯდომარე ხელმძღვანელს შეუძლია დართოს ნება მელქიცედეკის მღვდლობის მქონე ქმარს ან მამას, დადგეს წრეში თავისი ცოლის ან შვილების ხელდასხმით კურთხევის დროს მაშინაც კი, როცა ის სრულად არ არის ტაძარში შესვლის ღირსი (იხ. 18.3).
18.11.2
ინსტრუქციები
ერთი ან ერთზე მეტი მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი მსუბუქად ადებს ხელებს პიროვნებას თავზე. შემდეგ ერთ-ერთი პირი ხმამაღლა ამბობს:
-
მიმართავს პირს სრული სახელით.
-
აცხადებს, რომ ის მოქმედებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
ხელდასხმით ნიშნავს პიროვნებას მოწოდებაზე პალოში, მეურვეობაში, ქვორუმში ან კლასში.
-
ამტკიცებს გასაღებებს, თუკი პიროვნებამ უნდა მიიღოს ისინი.
-
ლოცავს პიროვნებას (ხელმძღვანელობს სულიწმინდის კარნახით).
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.12
ზეთის კურთხევა
მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელმა პირებმა უნდა წინასწარ აკურთხონ ზეითუნის ზეთი, სანამ გამოიყენებენ მას ავადმყოფებისთვის ან გასაჭირში მყოფი პირებისთვის (იხ. იაკობი 5:14). სხვა ზეთის გამოყენება დაუშვებელია.
წევრებმა არ უნდა მოიხმარონ ნაკურთხი ზეთი ან წაისვან იგი სხეულის დაზიანებულ ნაწილებზე.
18.12.1
ვინ ატარებს წეს-ჩვეულებას
ზეთის კურთხევის უფლება აქვს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ ერთ ან ორ პირს. ამისთვის მათ არ სჭირდებათ სამღვდელოების ხელმძღვანელისგან ნებართვის აღება.
18.12.2
ინსტრუქციები
ზეთის კურთხევისთვის მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელმა პირმა უნდა შეასრულოს შემდეგი მოქმედებები:
-
გახსნას ზეითუნის ზეთის ფლაკონი.
-
ლოცვით მიმართოს მამაზეციერს.
-
გამოაცხადოს, რომ ის მოქმედებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
აკურთხებს ზეთს და არა ფლაკონს და აკურთხებს მას ავადმყოფებისა და გასაჭირში მყოფი პირების ზეთისცხებისა და დალოცვისთვის.
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.13
ავადმყოფებისთვის გამოყენება
ავადმყოფებისთვის „თავზე ხელდასხმით“ გამოყენება ორი ნაწილისგან შედგება: ზეთის ცხება და ზეთისცხების დალოცვით ჩაბეჭდვა. თუ ნაკურთხი ზეთი არ არის ხელმისაწვდომი, მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით დალოცვის მიცემა შესაძლებელია ზეთისცხების გარეშე.
18.13.1
ვინ აძლევს დალოცვას
მხოლოდ ღირსეულ მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირებს აქვთ ავადმყოფობისთვისა და გასაჭირში მყოფი პირებისთვის მსახურების უფლება. ამისთვის მათ არ სჭირდებათ სამღვდელოების ხელმძღვანელისგან ნებართვის აღება. თუ ეს შესაძლებელია, მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი მამა ემსახურება თავისი ოჯახის ავადმყოფ წევრებს.
როგორც წესი, ავადმყოფს ემსახურება მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი ორო ან ორზე მეტი პირი. თუმცა, ერთ პირსაც შეუძლია ზეთისცხებისა და ჩაბეჭდვის ჩატარება.
18.13.2
ინსტრუქციები
ზეთისცხებას ატარებს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი. იგი:
-
აწვეთებს პიროვნებას თავზე ზეთს.
-
მსუბუქად ადებს პიროვნებას თავზე ხელებს და მიმართავს მას სახელითა და გვარით.
-
აცხადებს, რომ ის მოქმედებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
აცხადებს, რომ ის ატარებს ზეთისცხებას ზეთით, რომელიც ნაკურთხია ავადმყოფებისა და გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის.
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
ზეთისცხების ჩასაბეჭდად მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი ერთი ან ერთზე მეტი პირი მსუბუქად ადებს ხელებს პიროვნებას თავზე. შემდეგ ზეთისცხების ჩამბეჭდველი:
-
მიმართავს პირს სახელითა და გვარით.
-
აცხადოს, რომ ის ჩაბეჭდავს ზეთისცხებას მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
ლოცავს პიროვნებას (ხელმძღვანელობს სულიწმინდის კარნახით).
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.14
ნუგეშისა და რჩევის დალოცვა, მამის დალოცვის ჩათვლით
18.14.1
ვინ აძლევს დალოცვას
მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს შეუძლია ნუგეშისა და რჩევის დალოცვის მიცემა ოჯახის წევრებისთვის და ყველასთვის, ვინც მოითხოვს მათ.
მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ მამას შეუძლია შვილებისთვის მამის დალოცვის მიცემა. მშობლები აგულიანებენ შვილებს, ეძიონ მამის დალოცვა გასაჭირის ჟამს. შესაძლებელია მამის დალოცვის ჩაწერა პირადი გამოყენების მიზნით.
მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელ პირს ნუგეშისა და რჩევის ან მამის დალოცვისთვის არ სჭირდება მღვდლობის ხელმძღვანელისგან ნებართვის აღება.
18.14.2
ინსტრუქციები
ნუგეშის და რჩევის ან მამის დალოცვის მისაღებად, მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი ერთი ან მეტი პირი მსუბუქად ადებს პიროვნებას თავზე ხელებს. შემდეგ ერთ-ერთი ხმამაღლა ამბობს:
-
მიმართავს პირს სახელითა და გვარით.
-
აცხადებს, რომ დალოცვა მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით სრულდება.
-
ლოცავს, ანუგეშებს და აძლევს რჩევას პიროვნებას (ხელმძღვანელობს სულიწმინდის კარნახით).
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.15
სახლის დალოცვა
ეკლესიის წევრებს შეუძლიათ, მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით დალოცონ სახლი.
18.15.2
ინსტრუქციები
სახლის დალოცვას ახდენს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი.
-
ლოცვით მიმართავს მამაზეციერს.
-
აცხადოს, რომ ის მოქმედებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
დალოცავს სახლს როგორც წმინდა ადგილს, სადაც სულიწმინდას შეუძლია ყოფნა და ამბომს სხვა სიტყვებსაც, სულიწმინდის კარნახით.
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
18.16
საფლავების დალოცვა
18.16.1
ვინ ატარებს საფლავის დალოცვას
პიროვნება, რომელიც დალოცავს საფლავს, უნდა იყოს მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი და ჰქონდეს უფლებამოსილება სამღვდელოების ხელმძღვანელისგან, რომელიც უძღვება მსახურებას.
18.16.2
ინსტრუქციები
საფლავის დალოცვისთვის მელქიცედეკის მღვდლობის მატარებელი პირი:
-
ლოცვით მიმართავს მამაზეციერს.
-
აცხადოს, რომ ის მოქმედებს მელქიცედეკის მღვდლობის უფლებამოსილებით.
-
დალოცავს და ჩცატარებს საფლავის მიძღვნის წეს-ჩვეულებას, როგორც გარდაცვლილის განსვენების ადგილისა.
-
ლოცულობს, რომ ადგილი განიწმინდოს და იყოს დაცული აღდგომამდე (სადაც ეს მართებულია).
-
სთხოვს მამაზეციერს, ანუგეშოს ოჯახი და გამოხატავს აზრებს სულიწმინდის კარნახით.
-
დაასრულებს იესო ქრისტეს სახელით.
თუ ეკლესიის წევრის ცხედარი კრემირებულია, თავმჯდომარე ხელმძღვანელი თავად განსჯის, აკურთხოს თუ არა ფერფლის სამყოფელი ადგილი.
18.17
პატრიარქის კურთხევები
ყოველ ღირსეულ, მონათლულ წევრს აქვს პატრიარქის კურთხევის მიღების უფლება, რომელიც უზრუნველყოფს შთაგონებულ მითითებას მამაზეციერისგან (იხ. დაბადება 48:14-16;49; 2 ნეფი 4:3-11).
პატრიარქის კურთხევის მიღების მსურველ წევრებს გასაუბრებას უტარებს ეპისკოპოსი ან მისი მრჩეველი. თუ წევრი ღირსია, პიროვნება, რომელიც ატარებს გასაუბრებას, ამზადებს პატრიარქის კურთხევის რეკომენდაციას. იგი წარადგენს მას პატრიარქის კურთხევის სისტემა -ს მეშვეობით ChurchofJesusChrist.org.
პიროვნება, რომელიც გასცემს პატრიარქის კურთხევას რწმუნდება, რომ წევრი საკმაოდ მოწიფულია იმისთვის, რომ გაიგოს კურთხევის მნიშვნელობა და წმინდა ბუნება.
18.17.1
პატრიარქის კურთხევის მიღება
რეკომენდაციის მიღების შემდეგ წევრი უკავშირდება პატრიარქს, რათა დაინიშნოს პატრიარქის კურთხევის მიღების დრო. დანიშნულ დღეს წევრი მიდის პარიარქთან ლოცვის განწყობით და საკვირაო ტანისამოსით.
პატრიარქის ყოველი კურთხევა არის წმინდა, კონფიდენციალური და პირადი. ამიტომ, მას აძლევენ პირადად; დაშვებულია მხოლოდ რამდენიმე ოჯახის წევრის დასწრება.
პიროვნება, რომელიც იღებს პატრიარქის კურთხევას, უნდა აფასებდეს მის სიტყვებს, ფიქრობდეს მათზე და იცხოვროს ისე, რომ იყოს ღირსი პატრიარქის კურთხევაში დაპირებული კურთხევებისა ამ ცხოვრებასა და მარადისობაში.
ეკლესიის წევრებმა არ უნდა შეადარონ კურთხევები და არ უნდა უზიარებდნენ მათ არავის, გარდა ოჯახის ახლო წევრებისა. პატრიარქის კურთხევებს არ უნდა კითხულობდნენ საეკლესიო შეხვედრებზე ან სხვა საჯარო შეკრებებზე.