„აღთქმის სასიხარულო გზა“, ლიახონა, თებერვალი, 2026.
ყოველთვიური გზავნილი, ლიახონა, თებერვალი, 2026
აღთქმის სასიხარულო გზა
მამისა და ძის სუფევაში შეკრული ოჯახის წევრების საოცრება და დიდებულება, ჩემს სულს უდიდეს მოწიწებასა და სიხარულს ანიჭებს და მადლიერების სულით მავსებს.
უხუცესი პატრიკ კირონი მეუღლესთან, ჯენიფერთან, ერთად
1848 წელს, როდესაც ისრაელ და ელისაბეთ ჰეივენ ბარლოუმ ნავუ (ილინოისი) დატოვეს, რათა სოლთ-ლეიქ ველიში ჩასულიყვნენ, მათ ნავუს პატარა სასაფლაოზე დაკრძალული ჩვილი ვაჟი დატოვეს. ჯეიმს ნათანიელ ბარლოუ, მათი პატარა პირველშობილი ვაჟი, დაბადებიდანვე მალევე, 1841 წ. მაისში, გარდაიცვალა.
სოლთ-ლეიქ ველიში გამგზავრებისთანავე, ისრაელი და ელისაბეთი, როგორც ჩანს, არც კი იმედოვნებდნენ, რომ ოდესმე ისევ იხილავდნენ თავიანთი ვაჟის საფლავს. მაგრამ როცა რამდენიმე წლის შემდეგ ისრაელი ინგლისში მისიაში მოიხმეს, მან, დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ნავუ გამოიარა. ელისაბეთის თხოვნით, ის იქ გაჩერდა, რათა შვილის საფლავი ეპოვა და ნეშტი ქალაქის აღმოსავლეთისკენ, დიდ სასაფლაოზე, გადაესვენებინა.
ერთი დღის განმავლობაში უშედეგო ძებნის შემდეგ, ისრაელმა ადგილობრივ მომვლელს დახმარება სთხოვა. მეორე დღეს მათ იპოვეს საფლავი, რომელიც ჯეიმსის ბიძაშვილის, მერის, გვერდით მდებარეობდა. სამწუხაროდ, ჩასასვენებლები დალპა და დაიშალა. თავის წერილში მეუღლეს ისრაელმა დაწერა: „ამიტომ, გადავწყვიტე, რომ იქვე დავტოვებდი და მომავალში ვიზრუნებდი ამაზე‟.
დიდი მანძილი არ გაუვლია საფლავიდან, როცა ხმა გაიგონა. ამ გამოცდილების მოგონებისას მან დაწერა: „ფიზიკურად ეს არ ისმოდა, მაგრამ იმდენად მკაფიოდ ჩამესმა გონებაში, რომ ამას ვერ შევეწინააღმდეგებოდი: „მამიკო, ნუ დამტოვებ აქ“. ისრაელი საფლავთან დაბრუნდა და გადაწყვიტა, თავისი პატარა ბიჭუნა ამოესვენებინა. „მე იქამდე არასოდეს მიგრძვნია ისეთი განსაკუთრებული სიწყნარე და გონების სიმშვიდე. … და აი კიდევ რას გეტყვით: ცხოვრებაში არასდროს შემისრულებია არცერთი ვალდებულება ასე შეგნებულად“.
1853 წ. სექტემბერში ისრაელ ბარლოუმ და მომვლელმა ჯეიმსის და მერის ნეშტები ნავუს მთავარ სასაფლაოზე გადმოასვენეს, საფლავები კი „თავთან და ფეხებთან ქვებით მონიშნეს“.
ისრაელმა უთხრა ელისაბეთს, რომ როცა საფლავთან შეყოვნდა, „ვიგრძენი სურვილი, რომ საკუთარი თავი და ყველაფერი, რასაც საკუთარს ვუწოდებდი, უფლის ხელში ჩამებარებინა, რათა პირველი აღდგომის დილით [ჯეიმსთან] ერთად გამოსვლის ღირსი ვყოფილიყავი“.
იესო ქრისტეს სახარებისადმი ისრაელის თავდადება, გაორმაგებული წმინდა აღთქმების დაცვით, აძლევს ქრისტეს საშუალებას, შესაძლებელი გახადოს მისთვის, მისი წინაპრებისა და შთამომავლებისთვის ყველა დალოცვათა შორის უდიადესი – მარადიული ცხოვრება.
იგივე ყოველ ჩვენგანს ეხება.
ჯერი გარნსის ფოტო, კოპირება შესაძლებელია მხოლოდ ეკლესიაში გამოსაყენებლად.
წმინდა დაპირებები
ჩვენს ზეციერ მამას და მის ძეს, იესო ქრისტეს, ყოველი ჩვენგანი უყვართ იმაზე გაცილებით უფრო მეტად, ვიდრე წარმოგვიდგენია. მათი სიყვარული არსად არ ვლინდება იმაზე მეტად, ვიდრე ნათლობის დროს და უფლის სახლში შეთავაზებულ დალოცვებში.
„გაცხადებული რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კონცეფციაა წმინდა აღთქმა“, ასწავლიდა პრეზიდენტი რასელ მ. ნელსონი (1924-2025). „იურიდიულ ენაზე, გარიგება, როგორც წესი, ორ ან მეტ მხარეს შორის შეთანხმებას ნიშნავს. მაგრამ რელიგიურ კონტექსტში, აღთქმას გაცილებით უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ღმერთთან დადებული პირობა“.
ყოველი წმინდა პირობა, რომელსაც ვდებთ და ვიცავთ, გვლოცავს ჩვენ. ზეციურ მამას და იესო ქრისტეს სურთ, რომ ჩვენ ვიცნობდეთ მათ და ახლოს ვიყოთ მათთან. მათ სურთ, დაგვეხმარონ სწავლაში და გავიზარდოთ რწმენაში და წვდომაში. მათ სურთ, შეგვმოსონ ზეციური ძალით. მათ სურთ, ვიპოვოთ განკურნება და სიმშვიდე სამყაროში, სადაც ასეთი კურთხევები ჯერ კიდევ მიუწვდომელია. მამასა და ძეს სურთ, განვიცადოთ სიხარული როგორც ამ ცხოვრებაში, ისევე მომავალ ცხოვრებაში. ამ სრულყოფილი სიყვარულიდან გამომდინარე, ისინი გვთავაზობენ შესაძლებლობას, აღთქმის ურთიერთობა შევქმნათ მათთან. ჩვენ დალოცვილნი ვართ, ეს აღთქმები ყოველ კვირას, ზიარების დროს, განვაახლოთ.
ჩვენ ვიღებთ ზიარებას მადლიერების სულით, რადგან გვაქვს საკუთარ თავზე იესო ქრისტეს სახელის აღების სასიხარულო დალოცვა და რომ გვეხსომება იგი და მისი სიყვარული, რომელიც გამოსყიდვის ძღვენში ვლინდება – რომ ის ეწამა, სისხლი სდიოდა და ჩვენთვის აღესრულა. ზიარება ასევე გვლოცავს ყოველკვირეული შესაძლებლობით, გამოვავლინოთ უფლის მცნებების დაცვის მზაობა, განვაახლოთ ჩვენი აღთქმები და ახალი აღთქმები დავდოთ (იხ.მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79).
„ხშირად მესმის სიტყვები: ჩვენ ვიღებთ ზიარებას, რათა განვაახლოთ ნათლობისას დადებული აღთქმები. ეს მართალია, მაგრამ ამაზე გაცილებით მეტს ნიშნავს“ - თქვა პრეზიდენტმა ნელსონმა. „მე ახალი აღთქმა დავდე. „თქვენ ახალი აღთქმა დადეთ. … ამის სანაცვლოდ იგი კი გვპირდება, რომ მისი სული ყოველთვის იქნება ჩვენთან. რა კურთხევაა“!
როცა მოვინანიებთ და სუფთა გულით ვიღებთ ზიარებას, ჩვენ სულიწმინდას ვიღებთ და „ცოდვებისგან გან[ვიწმინდებით] ისე, თითქოს თავიდან მოვინათლეთ. ეს არის იმედი და იესოს წყალობა, რომელსაც იგი ყოველ ჩვენგანს სთავაზობს“.
რამხელა სიხარულია მოვინანიოთ და მივიღოთ მიტევება ქრისტეს გამომსყიდველი სიყვარულის მეშვეობით!
ნავუს (ილინოისის) ტაძრის სურათი, ჯენიფერ როუზ მედის მიერ
სიხარულის მისი სახლი
პრეზიდენტი ნელსონი, მას შემდეგ, რაც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის პრეზიდენტი გახდა, ხშირად საუბრობდა აღთქმის გზაზე და ეს მისი, როგორც ეკლსიის პრეზიდენტის, პირველი საჯარო გამოსვლიდან დაიწყო. ჩვენ ამ გზას ვადგებით „მონანიებისა და წყლით ნათლობის შემდეგ“ (2 ნეფი 31:17) - თქვა მან მოგვიანებით ერთ-ერთ გამოსვლაში „და შემდეგ, ტაძარში, უფრო სრულად შევდივართ ამ გზაზე“.
ზუსტად ისე, როგორც ზიარების მიღება გვახსენებს ჩვენი აღთქმების შესახებ და მათთან დაკავშირებულ დალოცვებზე, ისე ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებები ტაძარში. როცა გარდაცვლილთათვის ჩანაცვლებით წეს-ჩვეულებებს ვასრულებთ, ჩვენ ვიხსენებთ წმინდა დაპირებებს, რომლებიც დავდეთ და დაპირებულ დალოცვებს, რომლებსაც მივიღებთ.
აღთქმის გზის მეშვეობით ჩვენ ვხდებით აბრაამის, ისააკის, იაკობისა და მათი შთამომავლობისთვის დაპირებული ყველა დალოცვის თანამემკვიდრენი. ამ დაპირებული დალოცვების მიუხედავად, აბრაამის, ისააკისა და იაკობის ცხოვრება არ ყოფილა ადვილი და არც ჩვენი არ არის იოლი. მათ მსგავსად ჩვენც ვდგებით გაჭირვების, დასჯის და დანაკარგის წინაშე, როცა „გამო[ვიცადეთ] ყოველივეში“ (მოძღვრება და აღთქმები 136:31; იხ. აგრეთვე 101:4-5). მაგრამ ძველი დროის წინასწარმეტყველებისა და მართალი წმინდანების მსგავსად, ჩვენ ვიცით, ვის შეიძლება ვენდოთ (იხ. 2 ნეფი 4:19).
ჩვენი მიწიერი ცხოვრება ჩვენი არსებობის მხოლოდ ერთი წამია, მაგრამ ეს წამი – ზოგჯერ ძალიან მძიმე – მარადიული მნიშვნელობისაა. დიახ, ჩვენს მამაზეციერს სურს, ვისწავლოთ და გავიზარდოთ. და დიახ, ეს ზრდა ზოგჯერ იმედგაცრუებას და ტანჯვას მოიცავს. მაგრამ უფალს სურს, რომ ჩვენი ცხოვრება იყოს მშვენიერი და იმედიანი. ამისთვის, და მასთან დასაბრუნებელი გზის გასაადვილებლად, მან მხსნელი უზრუნველყო, რომელიც არის მამაზეციერთან ჩვენი აღთქმების „გარანტი‟. იესო ქრისტეს გამოსყიდვის მეშვეობით მამა აღასრულებს ტაძარში თავის შვილებთან დადებულ პირობებს.
თავისი სიყვარულისა და გამოსყიდვის მსხვერპლის მეშვეობით, ჩვენმა მხსნელმა გამოიარა და განკურნა ყველაფერი, რის წინაშეც აღმოვჩნდებოდით ცხოვრებაში. და მისი წმინდა სახლის – მისი სიხარულის სახლის – გამო, ყველაფერი კარგად იქნება მტრის ჯინაზე. აღთქმის დაცვის ბალზამი მოგვაცილებს მწუხარებას, ტკივილს, გლოვას და გულგატეხილობას. არ უნდა ვწუხდეთ და არ უნდა გვეშინოდეს. ნაცვლად ამისა შეგვიძლია გავიხაროთ, რომ ჩვენი გამოსყიდვის საფასური გადახდილია (იხ. 1 კორინთელთა 6:20 და რომ მარადიული სიცოცხლისკენ მიმავალი გზა გაკვალულია.
აღთქმის გზა ჭეშმარიტად გამოსყიდვის სიყვარულის გზაა. როცა ტაძარში დადებული აღთქმებს ვიცავთ, ჩვენ უფრო მეტი ძალის, სიყვარულის, წვდომისა და იმედის დალოცვებს ვიღებთ. სატაძარო ჩაბეჭდვის საოცრება და დიდებულება - ოჯახის წევრების სიყვარულით შეკავშირება მარადისობაში - ჩემს სულს უდიდეს მოწიწებასა და სიხარულს ჰგვრის და მადლიერების სულით მავსებს.
„რაც არ უნდა მოხდეს თქვენს ცხოვრებაში, სულიერად ყველაზე უსაფრთხო ადგილი სატაძრო აღთქმებში ცხოვრებაა“! დაგვმოძღვრა პრეზიდენტმა ნელსონმა. მე საკუთარი ტკბილი და ზოგჯერ მწარე მიწიერი გამოცდილებიდან ვიცი ამ სიტყვების ჭეშმარიტება.
ჯეიმს ნათანიელ ბარლოუ, ისრაელ და ელისაბედ ბარლოუს პირველი ვაჟი, დაბადებიდან მალევე, 1841 წ. მაისში, გარდაიცვალა. წლების შემდეგ ის, ჩანაცვლებითი წეს-ჩვეულებით, თავის მშობლებთან, ლოგანის იუტას ტაძარში ჩაიბეჭდა.
ალენ გარნსის ილუსტრაცია
შეკრიბეთ ისინი სახლში
მას შემდეგ, რაც ისრაელ ბარლოუ უკანასკნელად დაემშვიდობა თავის პატარა ბიჭს, მან ცოლს მისწერა: „ფიქრი იმაზე, რომ შორს წავიდოდი და ცხოვრებაში ვეღარასოდეს დავბრუნდებოდი [ჯეიმსის] საფლავთან, ჩემი მის მიმართ სიყვარულის ბოლო ძაფი იყო, რომელიც მის საფლავზე დაღვრილმა ცრემლებმა გაწყვიტა“.
ვფიქრობ, მეტი ცრემლი – სიხარულის ცრემლი – დაიღვარა იმ დღეს, 1889 წლის 4 დეკემბერს. იმ დღეს პატარა ჯეიმს ნათანიელ ბარლოუ მშობლებთან ერთად, ლოგანის იუტას ტაძარში ჩაიბეჭდა. იმ დროისთვის ისრაელი უკვე გარდაცვლილი იყო, ასე რომ სხვებმა ჩაანაცვლეს იგი და ჯეიმსი.
მე და და კირონს განსაკუთრებული გრძნობები და დიდი თანაგრძნობა გვაქვს ისრაელისა და ელისაბედის მიმართ. ჩვენი პირველი შვილი, სახელად შონი, სულ სამი კვირის იყო, როცა გულის ოპერაციის დროს გარდაიცვალა. ამ დანაკარგმა ჩვენთვის მიწა შეაზანზარა. იმ დროს არ გვეგონა, რომ ამას ავიტანდით. ჩვენ იგი მტკივნეულად პატარა საფლავში, ინგლისში დავასაფლავეთ. თხუთმეტი წლის შემდეგ, ჩვენს ოჯახს სთხოვეს, ჩვენი სახლი დაგვეტოვებინა და გაერთიანებული სამეფოდან გადავსულიყავით საცხოვრებლად, რათა ეკლესიაში სრული დროით გვემსახურა და ჩვენ ის პატარა საფლავი მივატოვეთ.
ჩვენ არ დაგვიკარგავს ჩვენი ბიჭი დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ არ გამოგვივლია ბარლოუს ოჯახის წარმოუდგენელი გაჭირვება, მაგრამ ჩვენ ცოტათი მაინც გვესმის, თუ რა გამოიარეს მათ. ჩვენი ბიჭუნას საფლავი ძალიან შორს არის, მაგრამ ბარლოუს მსგავსად, ჩაბეჭდვის წმინდა აღთქმის მეშვეობით, ჩვენც გვაქვს მყარი რწმენა აღმდგარ იესო ქრისტეში და ოჯახის მარადიულობაში.
ჩვენ ყველას გვყავს წინაპრები და სხვა საყვარელი ადამიანები, აწ გარდაცვლილნი, რომლებიც გვეუბნებიან: „ნუ დამტოვებ აქ“. სატაძრო წეს-ჩვეულებების გამო, არავის არ უნდა ვტოვებდეთ. ჩვენი მოწოდებაა გვიყვარდეს ისინი, ვემსახუროთ მათ და დავეხმაროთ მათ, შეიკრიბონ სახლში.
ჩვენს მამაზეციერს ვუყვარვართ თქვენც და მეც. მან ტაძრები გვიბოძა, რათა „რასაც შე[ვ]კრავთ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც“ (მოძღვრება და აღთქმები 128:8; იხ. აგრეთვე მათე 18:18). მან გამოაგზავნა თავისი ძე, რათა სიკვდილის ბორკილები დაემსხვრია და მარადიული კავშირებისთვისა და ოჯახების გაერთიანებისთვის გზა გაეკაფა.
აი რატომ გვყავს წეს-ჩვეულებები. აი რატომ ვდებთ აღთქმებს. ამისთვის ვაშენებთ ტაძრებს. აი რატომ ვუძღვნით საკუთარ თავს ღვთის საქმესა და დიდებას (იხ. მოსე 1:39). და აი რატომ ვღვრით სიხარულის ცრემლს, ვიცით რა, რომ გველის მარადიული გაერთიანება და რომ ჩვენ და ჩვენს საყვარელ ადამიანებს მამისა და ძის სუფევაში ყოფნა გველის.
დაე, ვიპოვოთ სიხარული და სიმშვიდე აღთქმების დაცვაში და შევუერთდეთ ღმერთს მის დიდებულ ხსნის საქმეში.
© 2026 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, February 2026. Georgian. 19933 131