„იესო ქრისტეს სახარების გაზიარება“ ლიახონა, ივლისი, 2023 წ.
ყოველთვიური გზავნილი ლიახონა ივლისი, 2023 წ.
იესო ქრისტეს სახარების გაზიარება
როცა ვფიქრობთ კურთხევებზე, რომლებიც ჩვენ, როგორც უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებმა მივიღეთ, ჩვენ საყვარელ ადამიანებთან სახარების გაზიარების სურვილი გვიჩნდება. ჩვენ შეგვიძლია სიტყვებითა და მაგალითით ჭეშმარიტების დამოწმების გაზიარება. შეგვიძლია ვილოცოთ, რათა მივიღოთ შთაგონება იმის შესახებ, ვის გავუზიაროთ იგი და რა ვთქვათ.
გიყვარდეთ
სიყვარული სახარების გაზიარების მნიშვნელოვანი ნაწილია. როცა ქრისტეს მსგავსი საქციელით სიყვარულს გამოვხატავთ, ჩვენ იესოს სახარებას ვაზიარებთ - ზოგჯერ საერთოდ უსიტყვოდ. და როცა სხვებმა იციან, რომ ჩვენ გულწრფელად ვზრუნავთ მათზე, ისინი უფრო გახსნილები იქნებიან სახარების მოსასმენად. (იხ. Gary E. Stevenson, “Love, Share, Invite,” Liahona, მაისი, 2022 წ, გვ.84-87.)
გააზიარეთ ჩვეულებრივი, ბუნებრივი ხერხით
ჩვენ შეგვიძლია გავაზიაროთ ის, რაც გვიყვარს სახარებაში. როცა ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება, ეს აღარ იქნება უხერხული ან არაკომფორტული. მაგალითად, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ ოჯახთან ან მეგობრებთან იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ კვირაობით. ან შეგვიძლია ვუთხრათ მათ იმ ბედნიერების შესახებ, რომელსაც ვგრძნობთ, როცა სხვებს ვემსახურებით. (იხ. Dieter F. Uchtdorf, “Missionary Work: Sharing What Is in Your Heart,” Liahona, მაისი, 2019 წ, გვ.15–18.)
მოიწვიეთ სხვები, შემოგვიერთდნენ
ჩვენ შეგვიძლია მოვიწვიოთ სხვები, მეტი შეიტყონ სახარების შესახებ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიწვიოთ ისინი, მოვიდნენ ეკლესიაში შეკრებაზე ან ღონისძიებაზე, წაიკითხონ მორმონის წიგნი, ნახონ ჩვენი ეკლესიის ვიდეო ან გაესაუბრონ მისიონერებს. ეს გამოცდილება შეიძლება დაეხმაროს მათ, იგრძნონ სულიწმინდა და მეტი გაიგონ.
ჰკითხეთ მათი გამოცდილების შესახებ
მას შემდეგ, რაც მეგობრები და ოჯახის წევრები მოვლენ ეკლესიაში ან მისიონერბთან გაკვეთილს დაესწრებიან, შეგვიძლია ვკითხოთ მათ, რას ფიქრობენ. სახარების გარკვეული ნაწილი შეიძლება ახალი იყოს მათთვის, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვუპასუხოთ მათ კითხვებს. შეგვიძლია ვაჩვენოთ მათ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა მათ ქრისტესთან მიმავალ გზაზე.
შემატეთ მათ მრწამსს
ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ სხვა ადამიანების მრწამსს და ვცდილობთ გავაძლიეროთ ის რწმენა, რომელიც მათ უკვე აქვთ. მაგალითად, მეგობარმა, რომელმაც ბიბლიაში იპოვა ნუგეში, შესაძლოა მორმონის წიგნის სწავლებაშიც იპოვოს იგი.
დაეხმარეთ ეკლესიის ახალ წევრებს
როცა ადამიანები ეკლესიის წევრები ხდებიან, ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ მათ რწმენის გაძლიერებაში. შეგვიძლია დავუმეგობრდეთ მათ, კითხვებზე პასუხი გავცეთ და მხარში დავუდგეთ მათ, როცა ისინი მოწოდებას მიიღებენ. შეგვიძლია გავამხნევოთ ისინი, გააგრძელონ იესო ქრისტეს კვალზე სიარული და მისი სახარების შესწავლა.
სრული დროის მისიაში მსახურება
ყოველდღიურ ცხოვრებაში სახარების გაზიარების გარდა ეკლესიის წევრებს შეუძლიათ სრული დროის მისიაში მსახურება. ახალგაზრდა მამაკაცებს, თუ ისინი მზად არიან, შეუძლიათ 18 წლის ასაკში დაიწყონ მსახურება. ახალგაზრდა ქალებსა და უფროსი ასაკის მისიონერებს ასევე შეუძლიათ მსახურება. მეტი ინფორმაცია იხილეთ ChurchofJesusChrist.org/callings/missionary.
© 2023 ყველა უფლება დაცულია. Intellectual Reserve, Inc. Printed in USA. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Liahona Message, July 2023 Language. 19045 131