2023
სულიწმინდას შეუძლია ჩვენი დახმარება
ივნისი, 2023 წ.


„სულიწმინდას შეუძლია ჩვენი დახმარება,“ ლიახონა, ივნისი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , ივნისი, 2023 წ.

სულიწმინდას შეუძლია ჩვენი დახმარება

კაცი ზის და მზის ამოსვლას უყურებს

სულიწმინდა სამების მესამე შემადგენელია. წმინდა წერილი მას აგრეთვე მოიხსენიებს, როგორც წმინდა სულს ან ნუგეშისმცემელს. მისი ხმის მოსმენას რომ ვისწავლით, იესო ქრისტე დაგვიმოწმებს და დაგვეხმარება სახარების ჭეშმარიტების წვდომაში.

სამების წევრი

ზეციური მამა, იესო ქრისტე და სულიწმინდა სამებას წარმოადგენს. მათ ჩვენდამი სიყვარული აქვთ და ერთად ცდილობენ, აღასრულონ ხსნის გეგმა. ზეციურ მამას და იესო ქრისტეს აქცთ ხორცისა და ძვლისგან შემდგარი სხეულები, სულიწმინდას კი — არა. იგი სულია.

მამისა და ძის ვიტრაჟი

მამისა და ძის მოწმე

სულიწმინდა „მოწმობს მამისა და ძის შესახებ“ (2 ნეფი 31:18). ეს ნიშნავს, რომ სულიწმინდის დახმარებით შეგვიძლია მივიღოთ ჩვენი ზეციური მამისა და იესო ქრისტეს მოწმობა .

ჭეშმარიტებაზე მოწმობს

სულიწმინდა მოწმობს ყოველივე ჭეშმარიტების შესახებ. იგი დაგვეხმარება, შევიცნოთ სახარების, მათ შორის ხსნის გეგმის, ღმერთის მცნებების, აღდგენისა და იესო ქრისტეს გამოსყიდვის ჭეშმარიტება. ის გააძლიერებს ჩვენს მოწმობას, თუ ვილოცებთ, დავიცავთ მცნებებს და შევისწავლით სახარებას.

ხელი კომპასით

მიგვიძღვის და გვიცავს

სულიწმინდა წინ მიგვიძღვის გადაწყვეტილებების მიღებისას და გვიცავს ფიზიკური და სულიერი საფრთხისგან. იგი გვეხმარება ლოცვაზე პასუხის პოვნაში, თუვლოცულობთ და ვცდილობთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები. სულიწმინდა ყოველთვის გაგვიძღვება „სიკეთის კეთებისაკენ“ (მოძღვრება და აღთქმები 11:12).

გვანუგეშებს

სულიწმინდას ზოგჯერ მოიხსენიებენ, როგორც „ნუგეშისმცემელს“ (იოანე 14:26). ის გვავსებს „იმედითა და სრულყოფილი სიყვარულით“ (მორონი 8:26) როცა გვიჭირს, სევდა მოგვერევა ან გვეშინია. გვეხმარება ღვთის სიყვარულის შეგრძნებაში, ჩვენ კი მხნედ და სიძლიერით ვაგრძელებთ გზას.

სულიწმინდის ძღვენი

ნათლობის შემდეგ ჩვენ ვიღებთ სულიწმინდის ძღვენს დამტკიცების წეს-ჩვეულების მეშვეობით. ამ ძღვენის მიღების შემდეგ, სულიწმინდასთან მუდმივი კავშირი გვექნება, თუ უბიწოდ ვიცხოვრებთ.

ქალი კითხულობს წმინდა წერილს

ჯ. კირკ რიჩარდსის ილუსტრაცია

როგორ მოვუსმინოთ სულიწმინდას

სულიწმინდა ადამიანებს სხვადასხვა გზით ესაუბრება. ეს შეიძლება იყოს სიმშვიდის შეგრძნების მინიჭება ან შთაგონება იმის შესახებ, რა უნდა ითქვას ან გაკეთდეს. როდესაც ვლოცულობთ მითითებებისთვის და ყურს ვუგდებთ მის კარნახს ჩვენ ვსწავლობთ, როგორ გვესაუბრება იგი.