2023
ოჯახები მარადიულია
იანვარი, 2023 წ.


„ოჯახები მარადიულია“, ლიახონა, იანვარი, 2023 წ.

ყოველთვიური გზავნილი ლიახონა , იანვარი, 2023 წ.

ოჯახები მარადიულია

მომღიმარე ოჯახი

ოჯახი არის საზოგადოებისა და ეკლესიის ძირითადი ერთეული. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიის წევრებს სწამთ, რომ ოჯახები შეიძლება მარადიული იყოს. ჩვენ ვმუშაობთ დედამიწაზე ოჯახების გაძლიერებაზე. ჩვენ ასევე გვწამს, რომ შეგვიძლია მარადიული ოჯახების დალოცვა მივიღოთ.

ღვთის ოჯახი

ყოველი ადამიანი ზეციური მშობლების ძე ან ასულია. ჩვენ ყველანი ღვთის ოჯახის ნაწილი ვართ. ჩვენ ყველას გვაქვს ღვთიური ბუნება და დანიშნულება. თუ სამართლიანად ვიცხოვრებთ, შევძლებთ მამაზეციერთან დაბრუნებას და მასთან მარადიულად ცხოვრებას, როგორც მისი ოჯახის ნაწილი.

ახალდაქორწინებული წყვილი ტაძრის წინ

საქორწილო სურათი ჯოზეფ კალუბას მიერ

მარადიული ოჯახები

როცა ქალი და მამაკაცი ტაძარში დაქორწინდებიან და იცავენ აღთქმებს, მათი ქორწინება მარადიულად გასტანს. ამ სატაძრო წეს-ჩვეულებას უწოდებენ ჩაბეჭდვას. ბავშვები, რომლებიც მშობლების ჩაბეჭდვის შემდეგ იბადებიან, ამ აღთქმაში არიან დაბადებულები. ბავშვები, რომლებიც მშობლების ჩაბეჭდვამდე დაიბადნენ, შეიძლება ჩაიბეჭდნონ მათთან ტაძარში, რათა მარადიულად იცხოვრონ როგორც ოჯახი. ეკლესიის წევრები აწარმოებენ ოჯახურ ისტორიას და ატარებენ სატაძრო სამუშაოს, რათა ჩაბეჭდონ ოჯახები მარადიულად ყველა თაობაში. მარადიული ოჯახების კურთხევა შესაძლებელი გახდა იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის გამო.

ქორწინება

ქორწინება მამაკაცსა და ქალს შორის არის კურთხეული ღმერთისგან. იესო ქრისტეს სახარება ასწავლის მეუღლეებს ერთგულებას ერთმანეთისა და აღდადებული აღთქმების მიმართ. ისინი ერთგულნი უნდა იყვნენ აზრებში, სიტყვებში და საქმეებში. ქორწინება არის თანაბარი პარტნიორობა და მეუღლეები უნდა ამხნევებდნენ, ანუგეშებდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს.

მშობლები ჩვილთან ერთად

მშობლები და ბავშვები

ღმერთმა უბრძანა ადამსა და ევას, ჰყოლოდათ შვილები. ეკლესიის ხელმძღვანელებმა გვასწავლეს, რომ ეს მცნება ისევ ძალაშია. მშობლები ერთად მუშაობენ, რათა აღზარდონ შვილები სიყვარულში და სამართალში (იხ. მოძღვრება და აღთქმები 68:25–28). ბავშვებს ასწავლიან, პატივი სცენ მშობლებს და დაემორჩილონ მათ (იხ. გამოსვლა 20:12).

სწავლება და სწავლა

მშობლები ასწავლიან ბავშვებს, უყვარდეთ ღმერთი და დაემორჩილონ მის მცნებებს. ოჯახური ცხოვრება გვაძლევს საშუალებას, ვიგრძნოთ სიხარული და ვისწავლოთ მოთმინება და უანგარობა. ეს თვისებები გვეხმარება, დავემსგავსოთ ქრისტეს და გვამზადებს ბედნიერი ცხოვრებისთვის მარადის.

ოჯახების გაძლიერება

წარმატებული ოჯახის ასაშენებლად საჭიროა მუშაობა, ერთგულება და მოთმინება. სახარების პრინციპები, როგორიცაა რწმენა, ლოცვა, მიტევება, სიყვარული, სამუშაო და ჯანსაღი გართობა გვეხმარება ოჯახურ ცხოვრებაში სიყვარულის პოვნაში. ჩვენ ასევე შეგვიძლია, მივიღოთ პირადი გამოცდილება ოჯახების გასაძლიერებლად.

იესო ქრისტეს სურათი

ქრისტეს სურათი, ჰენრიხ ჰოფმანის მიერ

ყვალასთვის ხელმისაწვდომი კურთხევები

ყველას არ ეძლევა საშუალება, გახდეს იდეალური ოჯახის ნაწილი აქ, დედამიწაზე. მაგრამ ღმერთი დაგვპირდა, რომ ყველა, ვინც იცავს მის მცნებებს, მიიღებს მარადიული ოჯახის ყველა კურთხევას. ჩვენ შეგვიძლია, ვენდოთ მას და გვწამდეს მისი ვადები.