ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2026 წ. მარტი
გამოსვლა 12
ჩვენი პასექი – ზიარება
ჩვენს ყოველკვირეულ ზიარებასა და პასექს შორის საერთო კავშირი არსებობს.
ალისა ტალენტის ილუსტრაციები
სანამ ძველი დროის ისრაელიელები ეგვიპტეში ტყვეობიდან გათავისუფლდებოდნენ, მათ მოეთხოვათ უფლის კონკრეტული მითითებების შესრულება, რათა განადგურების ანგელოზს დაენდო ისინი ანუ გვერდი აევლო მათთვის (იხ.გამოსვლა 12). მას შემდეგ, რაც ისრაელიელები ეგვიპტიდან გამოიქცნენ, ისინი ყოველ წელს ნადიმს მართავდნენ, რომელსაც პასექი უწოდეს, უფლის მიერ მისი აღთქმის ხალხის გათავისუფლების სამახსოვროდ.
იესო ქრისტე, თავისი მიწიერი ცხოვრების ბოლო კვირას, პასექზე იმყოფებოდა. ახლა ჩვენ ამ ვახშამს ბოლო სერობას ვუწოდებთ. მხსნელმა გამოიყენა ეს მოვლენა, რათა ზიარების წეს-ჩვეულება წარედგინა, რომელშიც ახლა ყოველ კვირას ვიღებთ მონაწილეობას. იხ. (მათე 26:26 -28; ლუკა 22:19-20; მოძღვრება და აღთქმები 20:77, 79.)
აი ორი საერთო კავშირი პირველ პასექსა, ბოლო სერობასა და დღევანდელ ზიარებას შორის, რაც დაგვეხმარება გვახსოვდეს ჩვენი მხსნელის მეშვეობით ხსნა.
პური
პასექი: შვიდი დღის განმავლობაში ისრაელიელები ჭამდნენ ხმიადებს (ის უფრო სწრაფად მზადდება და ნაკლებად ობდება და ფუჭდება).
ბოლო სერობა: იესო ქრისტემ აკურთხა და დაამტვრია ხმიადი პასექზე და მოწაფეებს დაურიგა. მან უთხრა, ეჭამათ მისი სხეულის მოსაგონებლად, რომელსაც იცოდა რომ მალე დაუმტვრევდნენ და იგი მოკვდებოდა, თუმცა ისევ აღდგებოდა.
ზიარება: ჩვენ ვჭამთ პურს იესო ქრისტეს სხეულის მოსაგონებლად.
იესო ქრისტე არის პური არსობისა. იესოს აღდგომა შესაძლებელს ხდის ჩვენთვის, აღვდგეთ სრულყოფილი, უხრწნადი, უკვდავი სხეულით. ის სიკვდილისგან გვიხსნის.
კრავის სისხლი
პასექი: პასექის კრავი უნდა ყოფილიყო უნაკლო, ერთი წლის მამალი კრავი. მას ჰკლავდნენ და მის სისხლს თასში ათავსებდნენ . უსუპს (მცენარეს) აწობდნენ თასში და კარის ჩარჩოს გარედან უსვამდნენ. ეს იყო გარე ნიშანი, რომლითაც ეცნო უფლის აღთქმული ხალხი, რათა განადგურების ანგელოზს გვერდი აევლო მათთვის და ეგვიპტის ტყვეობიდან გათავისუფლებულიყვნენ.
ბოლო სერობა: იესო ქრისტემ ღვინო გამოიყენა თავისი სისხლის სიმბოლოდ. მან უთხრა მოწაფეებს, დაელიათ იგი მისი სისხლის მოსაგონებლად, რომელიც, მან იცოდა, რომ მალე დაიღვრებოდა ცოდვების მისატევებლად და როგორც ახალი აღთქმის ნაწილი.
ზიარება: ჩვენ ვსვამთ წყალს იესო ქრისტეს სისხლის მოსაგონებლად.
იესო ქრისტე არის ღვთის კრავი. მისი სისხლი დაიღვარა, როცა იგი ჩვენი ცოდვებისა და უძლურობისთვის ეწამა. მისი სისხლი – მისი მსხვერპლი – განგვწმენდს ჩვენ. მან ცოდვისგან გამოგვისყიდა.
© 2026 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly For the Strength of Youth Message, March 2026. Georgian. 19936 131