ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან ახალგაზრდების გასაძლიერებლად , 2025 წ. დეკემბერი
რა ვიცით პირველი შობის მწყემსების შესახებ?
მწყემსები, ბრაიან ქოლის მიერ
ჩვენ რამდენიმე რამ ვიცით პირველი შობის მწყემსების შესახებ.
ისინი ბეთლემთან ახლოს იყვნენ. მწყემსები იყვნენ „იმ მხარეში“, სადაც ქრისტე დაიბადა (ლუკა2:8). და ისინი ფეხით მივიდნენ ბეთლემში, სანამ იგი ჯერ კიდევ იქ იმყოფებოდა (ლუკა 2:15-16).
ისინი თავიანთ მოვალეობას ასრულებდნენ. ეს მწყემსები „იყვნენ მინდვრად და ღამით დარაჯობდნენ თავიანთ სამწყსოს“ (ლუკა 2:8). ისინი კარგი, ერთგული მწყემსები იყვნენ, მხსნელის – მწყემსი კეთილის –მსგავსნი (იხ. იოანე 10:11, 14).
მათ იცოდნენ მესიის შესახებ წინასწარმეტყველების შესახებ. მათ, სავარაუდოდ, იცოდნენ, რაზე საუბრობდა ანგელოზი, როცა მან „ქრისტე უფალი“-ს დაბადების (ლუკა 2:11) შესახებ აუწყა მათ, ძველი დროის ნაწინასწარმეტყველებ მესიაზე.
მათ მისი დანახვის დიდი სურვილი ჰქონდათ. როცა ანგელოზმა აუწყა: „იპოვით ყრმას … ბაგაში მწოლარეს“ (ლუკა 2:12), ისინი „გაჩქარებულნი მივიდნენ“ მის სანახავად (ლუკა 2:16).
მათ სასიხარულო ამბავი გააზიარეს. ყველას „მოუთხრეს ამბავი“, რომელიც გაიგონეს და იხილეს, რაც ანგელოზმა უამბო მათ ქრისტეს შობის შესახებ (ლუკა 2:17).
მათ ღმერთს მადლი შესწირეს და ადიდეს იგი. ყოველივე ამის შემდეგ, „დაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს“ (ლუკა 2:20).
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი ყოველთვიური გზავნილის ახალგაზრდების გასაძლიერებლად, 2025 წ. დეკემბერი Georgian. 19617 131