2025
რატომ აქვს უფალს ეკლესია?
„ახალგაზრდების გასაძლიერებლად“, ოქტომბერი, 2025


ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ოქტობერი, 2025

რატომ აქვს უფალს ეკლესია?

ახალგაზრდა ქალები

ქრისტეს ეკლესიის მიზანია „საშუალება მისცეს ინდივიდებსა და ოჯახებს, ჩაერთონ ღვთის ხსნისა და ამაღლების საქმის შესრულებაში“. უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია ეხმარება „[ღვთის] შვილებს, მოემზადონ დიდების უმაღლესი ხარისხისთვის, რაც არის ამაღლება ან მარადიული სიცოცხლე“.

„მხსნელმა … [ეკლესიას] დაავალა თავისი მიზნების შესრულება - მისი სახარების ქადაგება, მისი წეს-ჩვეულებებისა და აღთქმების შეთავაზება და შესაძლებლობის უზრუნველყოფა, რომ მისი ძალით ჩვენ გავმართლდეთ და განვიწმინდოთ“.

ეკლესიის წევრებს აქვთ წვდომა იესო ქრისტეს ძალასა და კურთხევებზე მღვდლობის უფლებამოსილებისა და გასაღებების, აღთქმებისა და წეს-ჩვეულებების, წინასწარმეტყველური მითითებების, წმინდა წერილებისა და წმინდანთა თემის საშუალებით.

ეკლესიის მიმართ ასევე არსებობს ბრძანება: „წამოდექით და გაბრწყინდით, რათა ერებისთვის თქვენი სინათლე იყოს ალამი“ (მოძღვრება და აღთქმები 115:5).

ეკლესიის წევრები ცდილობენ, „გაბრწყინდნენ“ სახარების მიხედვით ცხოვრებით, სახარების მიღებისკენ ყველას მოწვევით, ოჯახების სამარადისოდ გაერთიანებით და ღარიბებსა და გაჭირვებულებზე ზრუნვით. ეს არის ხსნისა და ამაღლების ღვთის საქმე.

შენიშვნები

  1. ზოგადი მითითებების სახელმძღვანელო: მსახურება უკანასკნელ დღეთა წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესიაში, 1.3, სახარების ბიბლიოთეკა.

  2. დალინ ჰ. ოუქსი, “Truth and the Plan,” Oct. 2018 general conference (Ensign or Liahona, Nov. 2018, 26).

  3. დეილ გ. რენლანდი, 2024 წლის ოქტომბრის გენერალური კონფერენცია (ლიახონა, ნოემბერი, 2024, 16).