„როგორ გავერთიანდეთ, როცა ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან“? ახალგაზრდების გასაძლიერებლად, ოქტომბერი, 2024 წ.
ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად , ოქტობერი, 2024 წ.
როგორ გავერთიანდეთ, როცა ასე განვსხვავდებით ერთმანეთისგან?
ჩვენ ყველანი განვსხვავდებით. მაგრამ უფალს სურს, ვიყოთ „ერთიანნი“ (მოძღვრება და აღთქმები 38:27). აი ერთობის რამდენიმე პრინციპი, რომელიც წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა გვასწავლეს:
ჩვენ გაერთიანებულები ვართ იესო ქრისტეში, მის სახარბაში და მის ეკლესიაში. „მხოლოდ იესო ქრისტესადმი ინდივიდუალური ერთგულებისა და სიყვარულის მეშვეობით შეგვიძლია ვიმედოვნოთ, რომ გავხდებით ერთიანნი“.
ერთიანობა მოითხოვს სიყვარულს. „ენებისა და ლამაზი, სულისასამაღლებელი კულტურული ტრადიციების მრავალფეროვნების მიუხედავად, ჩვენ გულები ერთობითა და სიყვარულით უნდა გვქონდეს გადაჭდობილი“.
ერთობა არ ნიშნავს მსგავსებას. „ერთობა და განსხვავებულობა არ არის საპირისპირო ცნებები. ჩვენ უფრო მეტ ერთობას მივაღწევთ, თუ განსხვავებულობის მიმართ ინკლუზიურობასა და პატივისცემას მივიღებთ“. „ერთიანობა მოითხოვს არა მსგავსებას, არამედ ჰარმონიას.
ერთიანობა მოითხოვს კამათის და ცრურწმენების განდევნას. „ადგილი ყველასთვის მოიძებნება. მაგრამ ცრურწმენისთვის, დაგმობისთვის ან კამათისთვის - არა “ .
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია აშშ-ში. ინგლისური ენის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანი Monthly For the Strength of Youth Message, October 2024. Georgian. 19344 131