2022
რუთი და ნაომი
ივნისი, 2022 წ.


„რუთი და ნაომი“, ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , ივნისი, 2022 წ.

„რუთი და ნაომი“

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი ივნისი, 2022 წ.

რუთი და ნაომი

რუთის ქორწინება, ნაომის ოჯახთან ერთად

ეიფრილ სტოტის ილუსტრაციები

ნაომი და მისი ოჯახი გადავიდნენ ახალ მიწაზე შიმშილის გამო. ისინი შეხვდნენ ახალგაზრდა ქალს სახელად რუთი. რუთი გათხოვდა ნაომის ვაჟზე.

რუთი მომაკვდავ მეუღლესთან ერთად

შემდეგ რუთის მეუღლე გარდაიცვალა. რუთი ძალიან დადარდიანდა.

ნაომი

ნაომი ასევე ძალიან დადარდიანდა. მას აღარ დარჩა ოჯახის წევრები. მან გადაწყვიტა, დაბრუნებულიყო იმ მიწაზე, რომლიდანაც მოვიდა.

ნაომი და რუთი

ნაომიმ უთხრა რუთს, დაბრუნებულიყო ოჯახთან. მაგრამ რუთს უყვარდა ნაომი. იგი შეპირდა, რომ ნაომისთან ერთად წავიდოდა და იზრუნებდა მასზე.

რუთი კრეფს

რუთი და ნაომი ღარიბები იყვნენ. ასე რომ რუთი ბევრს მუშაობდა საკვების საშოვად.

ბოყაზი და რუთი ყანაში

ერთხელ მამაკაცმა სახელად ბოყაზი დაინახა რუთი, რომელიც მარცვალს კრეფდა ერთ-ერთ ყანაში.

ბოყაზი მსახურთან ერთად

ბოყაზი კეთილი იყო. მან უბრძანა მუშებს, მეტი მარცვალი დაეტოვებინათ რუთისთვის.

რუთი, ბოყაზი და ნაომი, ბავშვთან ერთად

მოგვინებით რუთი და ბოყაზი დაქორწინდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ. ნაომი ეხმარებოდა მის აღზრდაში.

ოჯახი სადილით უმასპინძლდება

მე შემიძლია, დავეხმარო სხვების მოვლაში. მეც შემიძლია, გაჭირვებულების მიმართ კეთილი ვიყო.

გასაფერადებელი გვერდი

მე შემიძლია, სხვებს მოვუარო

ბავშვები პაპა-ბებიასთან ერთად

სურათის გადმოსატვირთად დააწკაპუნეთ მასზე.

ეიფრილ სტოტის ილუსტრაცია

ვის შეგიძლიათ, დაეხმაროთ?