„ჯოზეფ სმითი და ოქროს ფირფიტები“, მეგობარი, იანვარი 2021, 42–44
მოთხრობები წმინდა წერილიდან
ჯოზეფ სმითი და ოქროს ფირფიტები
ეიფრილ სკოტის ილუსტრაციები
ჯოზეფ სმითი იყო წინასწარმეტყველი. იგი დაეხმარა იესოს, დაებრუნებინა ეკლესია სამყაროსთვის.
ჯოზეფმა ილოცა, რათა გაეგო, რომელ ეკლესიაში უნდა ევლო. იესომ უთხრა, არ ევლო არცერთ ეკლესიაში. არცერთი არ იყო მისი ეკლესია.
ჯოზეფს ეწვია ანგელოზი მორონი. მორონიმ უთხრა მას განსაკუთრებული წიგნის შესახებ, რომელიც ოქროს ფირფიტებზე იყო დაწერილი. იგი ახლოს მდებარე გორაკზე, მიწაში იყო ჩაფლული.
მამაზეციერის დახმარებით ჯოზეფმა გადათარგმნა ჩანაწერები ფირფიტებზე. ეს ჩანაწერები იქცა მორმონის წიგნად!
ახლა შეგვიძლია წავიკითხოთ მორმონის წიგნი. და შეგვიძლია ვიაროთ იესო ქრისტეს ეკლესიაში!