ყოველთვიური გზავნილი, ახალგაზრდების გასაძლიერებლად, თებერვალი, 2026.
გინდა, უფრო ბედნიერი იყო? სცადე მადლიერება
როცა თქვენი ცხოვრება განსაცდელით არის სავსე, მადლიერება დაგეხმარებათ, იყოთ ფოკუსირებულნი დადებითზე და იმედი იქონიოთ.
მეგი სტივენსონის ილუსტრაციები
„იმდენად ბედნიერი ხარ, რამდენადაც მადლიერი“.
როგორც სამოცდაათთა ქვორუმის უხუცესის, გარი ბ. საბინის ციტატიდან ჩანს, თქვენი ბედნიერება განისაზღვრება მადლიერებით. ლოგიკურია – როცა მადლიერი ხარ, დადებითზე ხარ ფოკუსირებული და არა უარყოფითზე.
თუმცა ცხოვრება ყოველთვის ისე არ მიდის, როგორც დავგეგმეთ. მოულოდნელმა ცვლილებებმა შეიძლება უფრო დაგსტრესოთ, დაგაღონოთ ან გაგანაწყენოთ, ვიდრე გაგაბედნიეროთ. მაგრამ რთულ ვითარებაში მადლიერება დაგეხმარებათ იმედის შენარჩუნებაში. სცადეთ ეს სამი რამ, ცხოვრებაში მეტი მადლიერების შემოტანის მიზნით.
1. ეძიეთ სიკეთე
ხშირად, ყველაზე რთულია იყო მადლიერი, როცა გრძნობ, რომ რაღაც გაკლია. მაგრამ რა დალოცვებს ვერ ამჩნევთ, თუ ფოკუსირებულები ხართ იმაზე, რაც არ გაქვთ, ნაცვლად იმისა, რაც გაქვთ?
როცა ცხოვრებაში სიკეთეს ეძებთ, დროთა განმავლობაში მისი პოვნა უფრო ადვილი ხდება.
2. გამოხატეთ მადლიერება გამცემისადმი
თქვენი დალოცვების ჩამოთვლისას არ დაგავიწყდეთ მათი წყარო.
მამაზეციერისადმი მისი ძღვენებისადმი მადლიერების გამოხატვა – მათ შორის მადლიერება მისი ძისთვის – შეიძლება გააღრმაოს თქვენი სიყვარული მის მიმართ და მასში რწმენა. პირველი პრეზიდენტობის მეორე მრჩეველმა, პრეზიდენტმა დ. ტოდ კრისტოფერსონმა, აგრეთვე აგვიხსნა: „ღმერთის მიმართ მადლიერების შეგრძნება და გამოხატვა … თაყვანისცემას სძენს განახლების სიხარულს“, გგვრით მხიარულებას, გაძლიერებთ და იცავს თქვენს დამოწმებას.
3. იყავით ფოკუსირებულნი მამაზეციერის გეგმაზე
ცხადია, მადლიერება არ ნიშნავს ცხოვრებაში სირთულეების იგნორირებას ან ყოველთვის ბედნიერების გრძნობას. თავად იესო ქრისტემაც კი იგრძნო და აღიარა ტკივილი (იხ. ალმა 7:11; მოძღვრება და აღთქმები 19:18–19). სევდა მიწიერი ცხოვრების ჩვეულებრივი ნაწილია.
მაგრამ განურჩევლად ყველაფრისგან, ერთი რამ არასოდეს იცვლება: მამაზეციერის მოწყალების გეგმა. ყოველივე სევდა და ტკივილი, რომელსაც ცხოვრებაში განიცდით, გამოსწორდება იესო ქრისტესა და მისი გამოსყიდვის გამო (იხ. გამოცხადება 21:4).
უხუცესი დიტერ ფ. უხტდორფი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან, გვიხსნის: „მადლიერება გაჭირვების ჟამს არ ნიშნავს, რომ კმაყოფილნი ვართ ჩვენი გარემოებით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ რწმენის თვალით გადავცქერით ამჟამინდელ წინააღმდეგობებს“.
© 2026 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly For the Strength of Youth Message, February 2026. Georgian. 19935 131