ყოველთვიური გზავნილი ახალგაზრდების გასაძლიერებლად, სექტემბერი, 2025 წ.
იესო ქრისტე კარგი დღეებისთვისაც არის
როცა ყველაფერი კარგად მიდის, როგორ შეგვიძლია დავრჩეთ ფოკუსირებულნი ქრისტეზე? აი რამდენიმე იდეა.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენი მეგობარი მხოლოდ მძიმე დღეებში გითმობდათ დროს, ბედნიერების ჟამს კი თავს გარიდებდათ. განა ეს ჯანმრთელი ურთიერთობაა? არა.
იქნებ ზოგჯერ მხსნელსაც ასე ვექცევით —ვეძიებთ მას მძიმე დღეებში და გვავიწყდება იგი ბედნიერების ჟამს?
ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ იმის შესახებ, თუ როგორ გვეხმარება იესო ქრისტე მძიმე პერიოდში, ალბათ იმიტომ, რომ ყველას უწევს ასე თუ ისე მძიმე პეიოდის გავლა.
თუმცა არის დღეები—თუკი ბედმა გაგვიღიმა—როცა ყველაფერი შესანიშნავად მიდის. და ასეთ დროს ზოგჯერ გვავიწყდება მხსნელის არსებობა. ასე დაემართა ხალხს მორმონის წიგნიდან. ისინი რაღაც პერიოდის განმავლობაში აყვავდენენ ღვთის დალოცვებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ამპარტავნების მსხვერპლად იქცნენ, როცა უფალი დაივიწყეს.
კარგი დღეები არ ნიშნავს იმას, რომ იესო ქრისტე აღარ გვჭირდება. აყვავების ჟამი სრულყოფილი დროა იმისთვის, რომ მხსნელთან ერთად ვიხაროთ და არ დავივიწყოთ იგი.
ასე რომ, როგორ ვრჩებით კავშირში იესო ქრისტესთან და მამა ზეციერთან, როცა განსაცდელი არ გვახსენებს, რომ უნდა შემოვბრუნდეთ უფლისკენ?
დარჩით თავმდაბალი
როცა ყველაფერი კარგად მიდის, კარგია ადიდო შენი დალოცვები და მიღწევები. მაგრამ არ დაგავიწყდეს, ვინ გახადა შესაძლებელი შენთვის, იყო იქ, სადაც ამჟამად იმყოფები. მეფე ბენიამინმა მორმონის წიგნიდან ასე თქვა თავის ქადაგებაში:
„რადგან, აჰა, განა ყველანი მათხოვრები არ ვართ? განა არ ვართ ყველანი დამოკიდებულნი ერთსა და იმავე არსებაზე, ღმერთზე, ყველანაირი ქონებისთვის, რაც გაგვაჩნია, საკვებისა და სამოსისთვის და ოქროსა და ვერცხლისთვის; და ყველანაირი სიმდიდრისათვის, რაც გაგვაჩნია“? (მოსია 4:19).
წარმატების ჟამს თავმდაბლობა და არდავიწყება იმისა, თუ რა მოიმოქმედეს მამაზეციერმა და იესო ქრისტემ შენთვის, არის შესანიშნავი ხერხი იმისთვის, რომ ისინი შენს ცხოვრებაში ბედნიერების ჟამსაც ჩართო.
დარჩით მადლიერი
მადლიერება ამპარტავნობისა და გულმავიწყობის საუკეთესო ანტიდოტია. ღვთის მიმართ მადლიერება დაგეხმარებათ, გახსოვდეთ იგი, მისი და მისი ძის მიერ თქვენს ცხოვრებაში მოვლენილი ყოველისიკეთე. ეს ხერხი ეფექტურია როგორც ბედნიერი, ისე მძიმე დღეების ჟამს.
იფხიზლეთ
სატანის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი შეტევაა „დაგაწყნაროთ] და და[გამშვიდოთ] ხორციელი სიმშვიდით“ (2 ნეფი 28:21). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მას ძლიერ სურს, იმდენად კმაყოფილად და უსაფრთხოდ იგრძნოთ თავი ბედნიერების ჟამს, რომ დაგავიწყდეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ. ასე რომ, არ დაივიწყოთ ღმერთი! როცა ფხიზლად ხარ, მოწინააღმდეგის დახვეწილ ხრიკებს აცნობიერებ და მათ ეწინააღმდეგები, ბედნიერი დღეების ჟამსაც კი, შენ მამაზაციერთან და იესო ქრისტესთან სიახლოვეში რჩები.
The Good Shepherd [მწყემსი კეთილი], მაიკლ მალმის მიერ
დარჩით ფოკუსირებულნი ქრისტეზე
პრეზიდენტმა რასელ მ. ნელსონმა გვასწავლა: „როცა ჩვენი ცხოვრება ფოკუსირებულია ღმერთის ხსნის გეგმაზე, იესო ქრისტეზე და მის სახარებაზე, ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ სიხარული, მიუხედავად იმისა, ხდება რამე ჩვენს ცხოვრებაში თუ არა“. სიხარული მოდის მისგან და მის გამო. იგი ყოველივე სიხარულის წყაროა“.
რაოდენ ხშირად ფიქრობთ ამ ჭეშმარიტებაზე სიხარულის შესახებ, როცა ცხოვრება კარგად მიდის? ეს არ არის უბრალოდ ნუგეშის მომგვრელი რჩევა მძიმე პერიოდისთვის. ეს ყოველთვის ჭეშმარიტია, საუკეთესო დღეების ჟამსაც კი. ასე რომ, რაც არ უნდა მოხდეს, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ დარჩეთ ფოკუსირებულნი ქრისტეზე.
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly For the Strength of Youth Message, September 2025. Georgian. 19626 131