2025
ვინ არ არის ღმერთი
ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აგვისტო, 2025


ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან ახალგაზრდების გასაძლიერებლად, აგვისტო, 2025

ვინ არ არის ღმერთი

5 ჭეშმარიტება ჩვენი ზეციური მამის შესახებ

ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამ შევიტყოთ ღმერთის შესახებ, როდესაც გააზრებული გვაქვს, თუ ვინ არ არის იგი.

საღებავი და ფუნჯი

კამილა გრეის ილუსტრაცია

აღდგენის ერთ-ერთი უდიდესი კურთხევა ის არის, რომ ღმერთმა კვლავ გამოგვიცხადა საკუთარი თავი და თავისი ბუნება, როგორც მოსიყვარულე ზეციერი მამა. მაგრამ ზოგჯერ ღმერთზე ისეთი აზრები ან წარმოდგენები გვაქვს, რომლებიც უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. ამ დროს, ჩვენ შეგვიძლია, ბევრი რამ შევიტყოთ, თუ ვინ არის ღმერთი, იმის გააზრებით, თუ ვინ არ არის იგი.

ღმერთი არ არის ვიღაც უცხო პიროვნება, რომელიც სადღაც ძალიან შორსაა ტახტზე დაბრძანებული.

იგი ჩვენი მამაა, იმაზე შესანიშნავი, ვიდრე თქვენი წარმოდგენით საუკეთესო მიწიერი მამა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვახსოვს წინამიწიერი ცხოვრება მასთან ერთად, ღმერთი გვიცნობს ინდივიდუალურად და სრულყოფილად. მამაზეციერს აქვს სრულყოფილი სხეული, ძვლებითა და ხორცით და ჩვენ მის ხატად ვართ შექმნილნი.

თუ გიჭირთ ღმერთის წარმოდგენა, არსებობს იდეალური მაგალითი: მისი ძე, იესო ქრისტე. ქრისტემ თქვა: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. მამასთან ვერავინ მივა, თუ არა ჩემით. მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცნობებოდათ“ (იოანე 14:6–7). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ გვსურს ვიცოდეთ, როგორია ზეციერი მამა, შეგვიძლია გავიგოთ, როგორია იესო ქრისტე! ისინი იდეალურად აერიანებთ მიზანი.

ღმერთი არ არის თქვენთვის ზედმეტად დაკავებული.

სინამდვილეში, თქვენი მარადიული სიცოცხლის მოპოვებაში დახმარება მისი საქმე და დიდებაა. თქვენ მისი #1 ყურადღების ობიექტი ხართ! ის ჩვენს მსგავსად დროში არ არის შეზღუდული. ნებისმიერ დროს მიმართეთ მას ლოცვით. შემდეგ მოუსმინეთ მის პასუხს სხვადასხვა გზით.

ღმერთი არ არის ის, ვინც თქვენ გაიძულებთ იყოთ მისი მიმდევარი.

დეილ გ. რენლანდი თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან ასწავლის: „ჩვენი მამაზეციერის მშობლის როლი არ გულისხმობს, აიძულოს თავისი შვილები, გააკეთონ სწორი არჩევანი; მისმა შვილებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი და საბოლოო ჯამში დაემსგავსონ მას.“ იგი მოგიწვევთ, მოგცემთ რჩევას და გასწავლით ჭეშმარიტებას, მაგრამ არ წაგართმევთ თავისუფალ არჩევანს მისი მიმდევრობის იძულებით.

ღმერთი არ არის ის, ვინც ცდილობს გამოგიჭიროთ არასწორ საქციელში, რათა შემდეგ ამისთვის დაგსაჯოთ.

ამის ნაცვლად, როგორც თორმეტ მოციქულთა ქვორუმიდან უხუცესი პატრიკ კირონი ამბობს, „ღმერთი დაუღალავად კვალდაკვალ მოგყვებათ“, რაც იმას გულისხმობს, რომ უფალი არასდროს შეწყვეტს თქვენ დახმარებას მასთან დასაბრუნებლად. მან იცის, რომ ყველა ჩვენგანი ბუნებრივად წააწყდება სირთულეებს შეცდომების დაშვებისას. ამგვარად, ის გვაძლევს გზას, რომ განვიწმინდოთ ცოდვებისგან და ვიპოვოთ ძალა მისი ძის გამოსყიდვის მეშვეობით.

ღმერთი არ არის ის, ვინც გელოდებათ, როდის გახდებით „საკმარისი“ ან „სრულყოფილი“, რომ შეგიყვაროთ.

მისი სიყვარული თქვენ მიმართ უსასრულოა. ღმერთს უყვარხართ სწორედ ახლა, როგორი არასრულყოფილებიც არ უნდა იყოთ! თორმეტ მოციქულთა ქვორუმის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, პრეზიდენტი ჯეფრი რ. ჰოლანდი, ამ ჭეშმარიტების შესახებ მნიშვნელოვან განმარტებას იძლევა: „მოდი ისეთი, როგორიც ხარ“, გვეუბნება მოსიყვარულე მამა თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ დასძენს: „ნუ დაგეგმავ ასეთადვე დარჩენას, როგორიც ხარ’. ჩვენ ვიღიმებით და ვიხსენებთ, რომ ღმერთს გადაწყვეტილი აქვს, ჩვენგან იმაზე მეტი შექმნას, ვიდრე წარმოგვიდგენია.“ სრულყოფილი სიყვარულითა და წახალისებით, ზეციერი მამა ცდილობს დაგეხმაროთ, რომ მისნაირი გახდეთ და მიიღოთ ყველაფერი, რაც მას აქვს, ეტაპობრივად.

ვინ არის ღმერთი

თქვენი ზეციერი მამის გაცნობის საუკეთესო გზა მასთან ერთად მუდმივი ურთიერთობაა. როგორ? შეიტყვეთ მასზე და მის ძეზე წმინდა წერილებიდან და ცოცხალი წინასწარმეტყველების სიტყვებიდან. ილოცეთ მის მიმართ. დაიცავის მისი მცნებები. გაატარეთ მშვიდი, პირადი დრო მის თაყვანისცემაში ეკლესიაში, ტაძარში და სხვა წმინდა ადგილებში. დადეთ და დაიცავით მასთან აღთქმები. ის დაგეხმარებათ გაიგოთ, ვინ არის ის და რას გრძნობს თქვენ მიმართ.