მეგობარი
პასექი
2026 წ. აპრილი, მეგობარი


„პასექი“, მეგობარი, აპრილი, 2026, 46-48.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი 2026 წ. აპრილი

პასექი

სურათზე: მოსე და აარონი ესაუბრებიან ფარაონს

მოსე მივიდა ფარაონთან და სთხოვა მას, გაეთავისუფლებინა ისრაელიელი მონები. ფარაონმა უარი უთხრა. უფალმა ეგვიპტეს სასჯელი მოუვლინა, მაგრამ ფარაონმა კვლავ უარი თქვა.

სურათზე: მოსე ესაუბრება ადამიანებს

უფალმა განაცხადა, რომ კიდევ ერთ სასჯელს მოავლენდა. ყოველი ეგვიპტელი ოჯახის პირმშო მოკვდებოდა. მაგრამ თუ ისრაელიელები შეასრულებდნენ უფლის მითითებებს, მათ ეს სასჯელი არ შეეხებოდათ.

სურათზე; მამაკაცი კარების ჩარჩოს ღებავს, ბავშვები კი უყურებენ მას.

უფალმა უთხრა ისრაელიელებს, საღი, მამალი კრავი შეეწირათ და მისი სისხლი კარის ზედა ძელზე წაესვათ.

სურათზე; ფარაონი თავის მკვდარ შვილს გლოვობს

სასჯელი მოევლინა. ეგვიპტელთა ყოველი პირმშო მოკვდა, ფარაონის ვაჟის ჩათვლით. მაგრამ ისრაელიელთა პირმშოები გადარჩნენ, რადგან ისრაელიელები უფალს დაემორჩილდნენ.

სურათზე: განრისხებული ფარაონი ჯარს აგზავნის

ფარაონმა უთზრა მოსესა და ისრაელიელებს, დაეტოვებინათ ეგვიპტე. მაგრამ ფარაონი განრისხებული იყო. იგი ჯართან ერთად დაედევნა მათ.

სურათზე: ისრაელიელებს ჯარი მისდევთ

ისრაელიელები წითელ ზღვასთან დაბანაკდნენ. როდესაც მათ ეგვიპტელები იხილეს, რომლებიც მათ უახლოვდებოდნენ, ისინი ძალზედ შეშინდნენ. მოსემ თქვა, რომ უფალი დაიცავდა მათ.

სურათზე: მოსე წითელ ზღვას ჰყოფს

მოსემ აღმართა კვერთხი და უფალმა ზღვა გააპო. ისრაელიელებმა მშრალზე გამოიარეს.

სურთზე: წითელი ზღვა ეგვიპტელთა ჯარზე მოიქცა

როდესაც ისრაელიელელები ზღვის მეორე მხარეს უსაფრთხოდ იყვნენ, წყალი ჯარზე მოიქცა და ჩაახრჩო იგი. როგორც იქნა, ისრაელიელები თავისუფალნი იყვნენ.

გასაფერადებელი გვერდი

იესო ქრისტე აღდგა ჩემთვის.

გასაფერადებელი გვერდი PDF ფორმატში: ცარიელი სამარხი

ოდრი დეის ილუსტრაცია კოპირება დაშვებულია მხოლოდ ეკლესიაში გამოსაყენებლად.

რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ იესო ქრისტე ამ აღდგომას და მთელი წლის განმავლობაში გახსოვდეთ?