„წინასწარმეტყველი მოსე“,მეგობარი, 2026 წ. მარტი, 46-48.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, 2026 წ. მარტი
წინასწარმეტყველი მოსე
მოსე ისრაელიელი იყო, მაგრამ ის ფარაონის ქალიშვილმა გაზარდა ეგვიპტეში. მოსე წუხდა, რომ ეგვიპტელები ისრაელიელებს ცუდად ეპყრობოდნენ და ისინი მონობაში ჰყავდათ.
ერთხელ მოსემ იხილა, როგორ ურტყამდა ეგვიპტელი ისრაელიელს. მოსემ დაიცვა ისრაელიელი.
როცა ფარაონმა შეიტყო, მან მოსეს მოკვლა მოისურვა, მაგრამ მოსე ეგვიპტედან გაიქცა.
მოსე მივიდა ადგილზე სახელწოდებით მიდიანი, სადაც ის შეხვდა ქალს სახელად ციფორა. ისინი დაქორწინდნენ და მათ შვილები ეყოლათ.
მიდიანში ცხოვრებისას მოსემ იხილა ბუჩქი, რომელსაც ალი ჰქონდა მოდებული, მაგრამ ალი ბუჩქს არ სწვავდა. ალში უფალი გამოეცხადა მოსეს და ელაპარაკა მას.
უფალმა უთხრა, რომ იცოდა ეგვიპტეში ისრაელიელების ტანჯვის შესახებ. მან უბრძანა მოსეს, დაბრუნებულიყო ეგვიპტეში და ეთქვა ფარაონისთვის, გაეთავისუფლებინა ისრაელიელები. უფალმა თქვა, რომ დაეხმარებოდა მოსეს ისრაელიელების გათავისუფლებაში და აღთქმულ მიწაზე წაიყვანდა მათ.
გასაფერადებელი გვერდი
მე შემიძლია ვიყო კეთილი სხვების მიმართ
ოდრი დეის ილუსტრაციები. კოპირება შეიძლება მხოლოდ ეკლესიაში გამოყენებისთვის.
რა სიკეთე შეგიძლიათ გააკეთოთ ამ კვირაში?
© 2026 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, March 2026. Georgian. 19938 131