მეგობარი
ნოე და კიდობანი
თებერვალი, 2026, მეგობარი


„ნოე და კიდობანი“ მეგობარი, თებერვალი, 2026, 46-48.

ყოველთვიური გზავნილი, მეგობარი, თებერვალი, 2026.

ნოე და კიდობანი

სურათზე: ნოე და მისი ოჯახი ცხვრებს მწყემსავენ

ნოე და მისი ოჯახი დაემორჩილნენ უფალს. დანარჩენი ადამიანები ძალიან ბოროტები იყვნენ. უფალმა უთხრა ნოეს, რომ წყალდიდობა დაფარავდა დედამიწას, თუ ადამიანები არ მოინანიებდნენ.

ნოე ქადაგებს

ნოემ უთხრა ხალხს, რომ უფალს ისინი უყვარდა და სურდა, მათ მოენანიებინათ და იესო ქრისტეში რწმენა ჰქონოდათ. ისინი არ უსმენდნენ.

ნოე და მისი ოჯახი აშენებენ კიდობანს

უფალმა უთხრა ნოეს, აეშენებინა დიდი გემი, რომელსაც კიდობანი ეწოდება. კიდობანში ნოეს ოჯახი უსაფრთხოდ იქნებოდა წყალდიდობის დროს.

ცხოველები შედიან კიდობანში

ნოეს ოჯახმა კიდობანში საკვები შემოიტანა. უფალმა სულ მცირე ორი ცხოველი ყველანაირი გვარისგან გააგზავნა ნოესთან, კიდობანში შესაყვანად. შემდეგ წვიმა დაიწყო.

კიდობანი ოკეანეში ტივტივებს

40 დღე და 40 ღამე წვიმდა. წყალდიდობამ დაფარა დედამიწა, ზუსტად როგორც უფალი აფრთხილებდა.

ნოე და მისი ოჯახი კიდობანში

ნოეს ოჯახი და ყველა ცხოველი კიდობანში უსაფრთხოდ ტივტივებდნენ წყალზე.

ნოეს ოჯახი და ყველა ცხოველი მიწაზე დგანან და ცისარტყელას უყურებენ.

წყალდიდობა რომ დამთავრდა, კიდობანი მშრალზე დადგა. ნოემ და მისმა ოჯახმა მადლობა გადაუხადეს უფალს, რომ ისინი გადაარჩინა. უფალმა პირობა დადო, რომ აღარ მოავლენდა დედამიწაზე წყალდიდობას. და ამ დაპირების ნიშნად მან ცისარტყელა გამოაგზავნა.

გასაფერადებელი გვერდი

უფლის წინასწარმეტყველის მიყოლა დამლოცავს მე

Page PDF

ოდრი დეის ილუსტრაცია

რა შეგიძლიათ გააკეთოთ იმისთვის, რომ წინასწარმეტყველს მიჰყვეთ?