მეგობარი
ადამი და ევა
2026 წ. იანვარი მეგობარი


„ადამი და ევა“, მეგობარი, 2026 წ. იანვარი, 46-48

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, 2026 წ. იანვარი

ადამი და ევა

ადამი და ევა ედემის ბაღში ცხოველებთან ერთად

ადამი და ევა ზეციური მამის პირველი სულიერი შვილები იყვნენ, რომლებსაც დედამიწაზე ეცხოვრათ. ისინი ედემის ბაღში ცხოვრობდნენ.

სიცოცხლის ხე

ღერთმა მათ ნება დართო, ყოველი ხის ნაყოფი ეჭამათ, გარდა ერთისა. კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან რომ ეჭამათ, მათ ბაღის დატოვება მოუწევდათ და ისინი, საბოლოო ჯამში, მოკვდებოდნენ. მაგრამ სატანამ მოატყუა ისინი. მან უთხრა, ხილი რომ ეჭამათ, ისინი კეთილისა და ბოროტის განსხვავებას შეძლებდნენ, მაგრამ არ მოკვდებოდნენ.

ევა კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხიდან ნაყოფს წყვეტს.

ევამ ნაყოფის ჭამა აირჩია.

ევა ხელიდან ხელში გადასცემს ადამს ნაყოფს

შემდეგ მან ადამს ხილი გაასინჯა. მანაც ასევე გადაწყვიტა, ეჭამა იგი.

ადამი და ევა ბუჩქებში იმალებიან, როცა მამაზეციერი და იესო ქრისტე გამოჩნდნენ

ღმერთი და იესო ქრისტე ეწვივნენ მათ, მაგრამ ადამსა და ევას შეეშინდათ და დაიმალნენ. ღმერთმა ჰკითხა მათ, ჭამეს თუ არა იმ ხის ნაყოფი.

ადამი და ევა ტყავის სამოსით ტოვებენ ედემის ბაღს

ადამმა და ევამ თქვეს, რომ მათ ჭამეს იმ ხის ნაყოფი. ახლა მათ ედემის ბაღი უნდა დაეტოვებინათ. მაგრამ ღმერთს მათთვის გეგმა ჰქონდა. ახლა მათ კეთილისა და ბოროტის გარჩევა და შვილების ყოლა შეეძლოთ.

ადამი და ევა თავიანთ ოჯახთან ერთად

ადამმა და ევამ პირობა დადეს, რომ ღვთის მცნებებს დაემორჩილებოდნენ. მათ მეტი შეიტყვეს ღვთის ძის, იესო ქრისტეს, შესახებ. მათ ძალიან უხაროდათ, რადგან უფალი დაეხმარებოდა მათ ოჯახს, დაბრუნებულიყვნენ ღმერთთან.

გასაფერადებელი გვერდი

იესომ შექმნა დედამიწა

PDF გვერდი

ოდრი დეის ილუსტრაცია

იესო ქრისტეს ქმნილებებიდან, ყველაზე მეტად რა მოგწონთ?