2025
წმინდანები დასავლეთისკენ მიემართებიან
2025 წ. დეკემბერი, მეგობარი


„წმინდანები დასავლეთისკენ მიემართებიან“, მეგობარი, 2025 წ. დეკემბერი, 26-28.

ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან მეგობარი , 2025 წ. დეკემბერი

წმინდანები დასავლეთისკენ მიემართებიან

ბრიგამ იანგი უყურებს ადამიანებს, რომლებიც ნავუს დაუსრულებელ ტაძარზე მუშაობენ.

ჯოზეფ სმითის გარდაცვალების შემდეგ, ბრიგამ იანგი და სხვა მოციქულები ეკლესიას სათავეში ჩაუდგნენ. ბრიგამმა იცოდა, რომ წმინდანებს ნავუს დატოვება მოუწევდათ, რადგან ეს უსაფრთხო არ იყო. მაგრამ უფალს სურდა, რომ მათ ჯერ ტაძრის მშენებლობა დაესრულებინათ.

ბრიგამ იანგი ადამიანებს ტაძარში იწვევს

ტაძარი მზად რომ იყო, ათასობით წმინდანმა უფალთან აღთქმა დადო და ოჯახებთან ერთად ჩაიბეჭდა.

წმინდანები ქარბუქში

ახლა მათი დასავლეთისკენ მოგზაურობის დრო დადგა. ციოდა, ადამიანები ავად ხდებოდნენ და შიოდათ.

ოჯახები ცივ ამინდში ერთმანეთს საკვებისა და საბნების შოვნაში ეხმარებიან

ბრიგამი დახმარებისთვის ლოცულობდა. უფალმა თქვა, რომ ისინი ერთმანეთს უნდა დახმარებოდნენ და იგი მათ დალოცავდა და დაეხმარებოდა.

მუხლმოდრეკილი ოჯახი საფლავთან

მოგზაურობა კვლავ ძალიან რთული იყო. ზოგიერთი ადამიანი დაიღუპა. მაგრამ ტაძარში დადებული აღთქმების გამო წმინდანებმა იცოდნენ, რომ ისინი კვლავ იხილავდნენ თავიანთი ოჯახის წევრებს.

ბრიგამ იანგი ფურგონიდან დაჰყურებს სოლთ-ლეიქის ველს

პირველი წმინდანები სოლთ-ლეიქ ველში 1847 წელს ჩავიდნენ. აქ მათ შეეძლოთ, უფლისთვის თაყვანი ეცათ და მისი საქმე სიმშვიდეში ეკეთებინათ.

ტაძრები და მისიონერები, გლობუსის ფონზე

წლების განმავლობაში უფრო მეტი წმინდანი ჩავიდა იქ და მეტი ტაძრებიც აშენდა. მისიონერები მთელ მსოფლიოში მოგზაურობდნენ, იესო ქრისტეს სახარების საქადაგებლად. მხსნელის ეკლესია უფრო და უფრო იზრდებოდა და მამაზეციერის შვილებს ყველგან აკურთხებდა.

გასაფერადებელი გვერდი

იგი სამყაროს სინათლე, სიცოცხლე და იმედია

ყრმა იესო ბაგაში და კრავი - გასაფერადებელი გვერდი PDF ფორმატში

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

რას აკეთებთ ხოლმე შობას, იესო ქრისტეს მოსაგონებლად?