2025
ჯეინ მენინგი მიემგზავრება ნავუში
ოქტომბერი, 2025


„ჯეინ მენინგი მიემგზავრება ნავუში“ მეგობარი, ოქტომბერი, 2025, 26–28.

ყოველთვიური გზავნილი მეგობარი, ოქტომბერი, 2025

ჯეინ მენინგი მიემგზავრება ნავუში

კაცი ნათლავს ჯეინ მენინგს ღია ცის ქვეშ

იქ, სადაც ჯეინ მენინგი ცხოვრობდა, ზოგიერთი ადამიანი მას კანის ფერის გამო ცუდად ექცეოდა. ერთ დღეს მან მისიონერის სწავლება გაიგონა. იგი მალევე მოინათლა.

ჯეინი და მისი ოჯახი ნაპირზე, ნავთან ახლოს დგანან

ჯეინის ოჯახიც მოინათლა. მათ ყველას სურდათ ნავუში წმინდანებთან ერთად ყოფნა. ამიტომაც ისინი მგზავრობას შეუდგნენ.

ჯეინი და მისი ოჯახი ჩანთებით ხელში უყურებენ ნავის მდინარეში გასვლას.

ჯეინის ოჯახს სურდა მოგზაურობის ნაწილი ნავით გაეარათ, მაგრამ საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. ამიტომაც მათ 800 მილის (1,300 კმ-ის) ფეხით გავლა მოუწიათ.

ჯეინი და მისი ოჯახი გაცვეთილი ფეხსაცმლითა და ტალახიანი ტანსაცმლით სიარულისას

მათ ღრმა მდინარის გადაკვეთა და გარეთ, სიცივეში დაძინება მოუწიათ. მაგრამ მტკიცედ გადაწყვეტილი ჰქონდათ ნავუში ჩასვლა. ისინი სიარულის დროს სიმღერით იმხნევებდნენ თავს.

ჯეინი მამაკაცს ტერფს სახვევით უხვევს

ჯეინის ოჯახი იქამდე მიდიოდა ფეხით, სანამ ფეხსაცმელი არ გაუცვდათ და ფეხები არ იტკინეს. მაგრამ როდესაც მათ ღმერთისადმი დახმარებისთვის ილოცეს, მან განკურნა მათი ფეხები.

ადამიანთა ჯგუფი უყურებს ჯეინსა და  ქალს, რომელსაც ავადმყოფი ბავშვი უჭირავს ხელში

ისინი გზაში გაცნობილ ადამიანებს ეხმარებოდნენ. მათი რწმენის წყალობით, ისინი ავადმყოფ ბავშვსაც დაეხმარნენ განკურნებაში.

ჯეინი ეხუტება ემა სმითს, ჯოზეფ სმითი კი იღიმის

საბოლოოდ, ჯეინი და მისი ოჯახი ნავუში ჩავიდნენ! როდესაც ჯოზეფ სმითმა ყველაფერი გაიგო, რაც მათ გადაიტანეს, მან ჯეინს უთხრა: „ღმერთმა დაგლოცოთ. ახლა მეგობრებს შორის ხართ.“

გასაფერადებელი გვერდი

იესოს სურს, რომ ყველა მიყვარდეს

გასაფერადებელი გვერდი (PDF), რომელზეც ორი ბავშვი ერთად ზის სკამზე

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

როგორ ავლენთ სიყვარულს სხვების მიმართ?