„ნავუს შენება”, მეგობარი, სექტემბერი 2025, 26-28.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , სექტემბერი, 2025 წ.
ნავუს შენება
უფალმა უთხრა წმინდანებს, რომ ახალ ადგილას შეკრებლიყვნენ. ეს იყო დიდი მდინარის პირას, სადაც მიწა სველი და ტალახიანი იყო. ქალაქის ასაშენებლად დიდად მიმზიდველი ადგილი არ ჩანდა. მაგრამ წინასწარმეტყველმა ჯოზეფ სმითმა იცოდა, რომ უფლის დახმარებით მათ შეეძლოთ იმ ადგილის დამშვენება.
წმინდანები ბევრს შრომობდნენ იმისთვის, რომ ეს ადგილი საცხოვრებლად კარგი გამხდარიყო. ჯოზეფმა ქალაქს ნავუ დაარქვა, რაც ნიშნავს „მშვენიერი ადგილი“.
უფალს სურდა, რომ მის წმინდანებს ნავუში ტაძარი აეშენებინათ. ადამიანებმა სწრაფად დაიწყეს მშენებლობა.
უფალს დიდი კურთხევები ჰქონდა შემონახული თავისი ხალხისთვის. ტაძარში ისინი აღთქმებს ანუ უფალთან განსაკუთრებულ პირობას დებდნენ. ისინი აგრეთვე მამაზეციერის ყველა შვილისთვის ბედნიერების გეგმის შესახებ სწავლობდნენ.
წმინდანები ტაძრის აშენებისთვის ბევრს მუშაობდნენ. ამას დიდი დრო დასჭირდა, მაგრამ ისინი სიხარულით იტყობდნენ ამ განსაკუთრებული დაპირებების შესახებ, რომლებიც უფალს მათთვის ჰქონდა თავის ტაძარში.
გასაფერადებელი გვერდი
ტაძარი უფლის სახლია.
ქორი ეგბერტის ილუსტრაცია
რას გრძნობთ, როცა ტაძარს ხედავთ?
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, September 2025. Georgian. 19640 131