„ლიბერთის ციხე,“ მეგობარი აგვისტო, 2025, 26-28.
ჟურნალ მეგობრის ყოველთვიური გზავნილი, აგვისტო, 2025
ლიბერთის ციხე
მისურის შტატში ბევრ ადამიანს არ მოსწონდა წმინდანები. გუბერნატორმა ჯარისკაცები გაგზავნა მათ გასაძევებლად.
ჯარისკაცებმა ჯოზეფ სმითი და ეკლესიის სხვა ხელმძღვანელები დააკავეს. ერთ ღამეს, დარაჯები იცინოდნენ იმ ცუდ საქმეებზე, რაც წმინდანების წინააღმდეგ ჩაიდინეს.
ჯოზეფი წამოდგა და დაიყვირა: „სიჩუმე!“ იგი ღვთის ძალით საუბრობდა. დარაჯებმა ბოდიში მოიხადეს და საუბარი შეწყვიტეს.
მოგვიანებით, ჯოზეფი და მისი მეგობრები ქალაქ ლიბერთის ციხეში ჩასვეს. ციხე ცივი, პატარა და ბნელი იყო. მათ მხოლოდ ჭუჭყიანი ჩალა ჰქონდათ დასაძინებლად. საჭმელი, რომელსაც აძლევდნენ, ავად ხდიდათ.
ჯოზეფი ღელავდა წმინდანების გამო. მაგრამ მას მათი დახმარება არ შეეძლო.
ჯოზეფი ბევრს ლოცულობდა. იგი ეკითხებოდა ღმერთს, მას ხომ არ დაავიწყდა ის და ეკლესიის წევრები.
ღმერთმა ჯოზეფის ლოცვას უპასუხა. მან თქვა: „შვილო ჩემო, მშვიდობა შენს სულს.“ ღმერთმა უთხრა ჯოზეფს, რომ მისი განსაცდელები სამუდამოდ არ გაგრძელდებოდა და რომ ისინი მის სასიკეთოდ შემოტრიალდებოდა. უფალი დაპირდა მას, რომ ჯოზეფთან ერთად იქნებოდა „უკუნითი უკუნისამდე“ (მოძღვრება და აღთქმები 121:7, 46).
გასაფერადებელი გვერდი
მე შემიძლია, ვიყო ნათელი სხვებისთვის.
ქორი ეგბერტის ილუსტრაცია
როგორ ახერხებთ იყოთ სხვებისთვის კარგი მაგალითი?
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი: Monthly Friend Message, August 2025. Georgian. 19642 131