ყოველთვიური გზავნილი ჟურნალიდან მეგობარი ივლისი, 2025 წ.
მოციქულები მსახურობენ მისიაში დიდ ბრიტანეთში
უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითს, გაეგზავნა რამდენიმე მოციქული მისიაში დიდ ბრიტანეთში. მოციქულებისთვის რთული იყო ოჯახების მიტოვება, მაგრამ უფალი დაჰპირდა, რომ დალოცავდა მათ.
ჰიბერ ს. კიმბალს და მის მეუღლეს, ვილატეს, ახალგაზრდა ოჯახი ჰყავდა. მრავალი მათგანი ავად იყო.
ბრიგამ იანგიც ავად იყო, მისი ოჯახი კი ძალიან ღარიბი იყო. მაგრამ ბრიგამის მეუღლემ, მერი ენმა, უთხრა მას: „წადი და შეასრულე შენი მისია; უფალი კი დაგლოცავს“.
ჰიბერი და ბრიგამი გამოკეთდნენ, მაგრამ ძალიან სუსტად იყვნენ. მათ სახარების ქადაგება სურდათ, ასე რომ ისინი საკუთარ ოჯახებს დაემშვიდობნენ და ფურგონში ავიდნენ მოგზაურობის დასაწყებად.
ოკეანეზე მოგზაურობის დიდი ხნის შემდეგ ჰიბერი და ბრიგამი დიდ ბრიტანეთში ჩავიდნენ. ისინი, სხვა მოციქულებთან ერთად, მრავალ ადამიანს სახარებას ასწავლიდნენ. ათასობით ადამიანი მოინათლა იესო ქრისტეს ეკლესიაში. მრავალმა მათგანმა ოკეანი გადაკვეთა, რათა შეერთებულ შტატებში წმინდანებს შეერთებოდა.
უფალმა შეასრულა თავისი დაპირება, რომ იზრუნებდა ჰიბერისა და ბრიგამის ოჯახებზე, სანამ ისინი მის მსახურებაში, მისიონერებად იმსახურებდნენ.
გასაფერადებელი გვერდი
ღმერთმა შექმნა ყველა ქმნილება ამქვეყნად
ქორი ეგბერტის ილუსტრაცია
რომელია თქვენი საყვარელი ქმნილება?
© 2025 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. Printed in Germany. English approval: 6/19. Translation approval: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, July 2025. Georgian. 19639 131