2025
კირტლანდის ტაძრის აშენება
2025 წლის ივნისი


ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , 2025 წლის ივნისი

კირტლანდის ტაძრის აშენება

ჯოზეფ სმითი და სხვა ადამიანები ტრიალ მინდორს უყურებენ

უფალმა უთხრა ჯოზეფ სმითს, რომ დადგა დრო, აეშენებინათ ტაძარი ოჰაიოში, კირტლანდში, აშშ-ში. ეს იქნებოდა განსაკუთრებული ადგილი, სადაც უფალი ეწვეოდა თავის ხალხს და დადებდა მათთან დაპირებებს.

ადამიანები იწყებენ კირტლანდის ტაძრის შენებას

წმინდანებმა დაიწყეს ტაძრის მშენებლობა. ამას დიდი თანხები და შრომა სჭირდებოდა. მაგრამ ისინი აღფრთოვანებით ელოდებოდნენ უფლის დალოცვების მიღებას.

მამაკაცი ლოცულობს, მის ახლობლად მუშები იმყოფებიან

წმინდანები, ტაძარში მუშაობისას, ფინანსურ სირთულეებს წააწყდნენ. ისინი ღმერთს დახმარებას ევედრებოდნენ.

ქალბატონი ეტლში უყურებს დაუმთავრებელ კირტლენდის ტაძარს

ქალბატონმა სახელად ქეროლაინ ტიპეთსმა და მისმა ოჯახმა დიდი თანხა დაზოგეს. მათ ეკლესიას ტაძრის მშენებლობისთვის ფული ასესხეს.

ბავშვები კალათებით აგროვებენ შუშას ნაწილობრივ დამთავრებული კირტლანდის ტაძრის წინ

წმინდანები ძალიან ბევრს შრომობდნენ. ზოგიერთი მათგანი ქვებით სავსე ურიკებს მართავდა. სხვები მუშებისთვის ტანსაცმელსა და საკვებს უზრუნველყოფდნენ.

ბავშვები დამტვრეულ შუშას აგროვებდნენ, რათა შემდგომ ის დაემსხვრიათ და კედლებზე მოეთავსებინათ, რათა მზის შუქზე ტაძარი ბრწყინავდეს.

ადამიანები დასრულებულ კირტლენდის ტაძარს უმზერენ

ტაძარის მშენებლობა მალე დასრულდა! წმინდანები აღფრთოვანებულნი იყვნენ, რომ შეძლებდნენ უფლის სახლში შესვლას, რათა უფლის მიერ მათთვის დაპირებული დალოცვები მიეღოთ.

გასაფერადებელი გვერდი

უფალმა იცის, ვინ ვარ და მე მას ვუყვარვარ.

Alt text

ქორი ეგბერტის ილუსტრაცია

ოვალში დახატეთ თქვენი სახე. საიდან იცით, რომ ქრისტეს უყვარხართ?