„ნეფი ლოცულობს ხალხისთვის“, მეგობარი, სექტემბერი, 2024 წ., 26–27.
ყოველთვიური გზავნილი მეგობარი , სექტემბერი, 2024 წ.
ნეფი ლოცულობს ხალხისთვის
ილუსტრაციები შესრულებულია ენდრიუ ბოსლის მიერ
ნეფი წინასწარმეტყველი იყო. მას დაარქვეს ნეფის სახელი, რომელმაც სპილენძის ფირფიტები მოიპოვა. ის ძალიან დარდობდა ხალხის გამო. ისინი ღმერთს აღარ მისდევდნენ.
ნეფი თავის ბაღში წავიდა. ის ბაღში კოშკის თავზე ავიდა და იქიდან ლოცულობდა ღმერთისადმი. ის თავისი ხალხისთვის ლოცულობდა.
ზოგიერთმა ადამიანმა შენიშნა ნეფი კოშკის თავზე. ისინი შეჩერდნენ, რათა მოესმინათ მისთვის და სხვებიც მოიყვანეს, რომ მათაც მოესმინათ. როცა ნეფიმ დაამთავრა ლოცვა, მან შენიშნა, რომ ხალხი უყურებდა და მან მათი სწავლება დაიწყო.
ნეფიმ სთხოვა ადამიანებს, მოენანიებინათ. ზოგიერთ მათგანს არ მოსწონდა, რასაც ნეფი ასწავლიდა. მაგრამ მრავალი სხვა უსმენდა! მათ მონანიება აირჩიეს და ცხოვრების წესი შეცვალეს.
გასაფერადებელი გვერდი
იესო შეგვკრებს, როგორც კრუხი წიწილებს.
ადამ კოფორდის ილუსტრაცია
როგორ გრძნობთ სიყვარულს იესო ქრისტესგან?
© 2024 Intellectual Reserve, Inc. All rights reserved. დაბეჭდილია აშშ-ში. ინგლისური ენის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანის დამტკიცების თარიღი: 6/19. თარგმანი Monthly Friend Message, September 2024. Georgian. 19357 131